ივლისი 2026 — თვის მთავარი ასტროლოგიური ტენდენციები
ივლისი მნიშვნელოვანი ასტროლოგიური ცვლილებების თვეა. ამ პერიოდში რამდენიმე პლანეტარული მოვლენა ერთმანეთს ემთხვევა და ახალ ტენდენციებს ქმნის როგორც კოლექტიურ, ისე ინდივიდუალურ დონეზე.
8 ივლისიდან სამივე უმაღლესი პლანეტა — პლუტონი, ურანი და ნეპტუნი — მერწყულის, ტყუპებისა და ვერძის 4°-ზე ზუსტ ჰარმონიულ ბისექსტილს ქმნის. ეს საკმაოდ იშვიათი კონფიგურაცია კოლექტიურ დონეზე ახალი ეტაპის დაწყებაზე მიანიშნებს. ტრანსფორმაციის, ინოვაციისა და შთაგონების სამი განსხვავებული ენერგია იწყებს ერთიანი მიმართულებით მოქმედებას, რაც ცვლილებების ბუნებრივ დინებას, ნაკლებად წინააღმდეგობრივ და შეუფერხებელ განვითარებას უწყობს ხელს.
პირად დონეზე ეს პერიოდი განსაკუთრებით მნიშვნელოვანი შეიძლება იყოს მათთვის, ვისაც ვერძის, ტყუპების ან მერწყულის 3°–5°-ზე პირადი პლანეტები ან მნიშვნელოვანი წერტილები აქვთ. სწორედ მათთვის შეიძლება გაიხსნას ახალი შესაძლებლობები და რეალიზაციის არხები. ეს კონფიგურაცია ივლისის მოვლენების ფონი იქნება.
10 ივლისს ვენერა ლომს ტოვებს და ქალწულში გადადის. ურთიერთობებში, ფინანსებსა და ესთეტიკაში უფრო პრაქტიკული, რეალისტური და დეტალებზე ორიენტირებული მიდგომა შემოდის. ეს ხელსაყრელი პერიოდია ჯანმრთელობის, სამუშაო პროცესისა და ფინანსური ჩვევების მოწესრიგებისთვის.
14 ივლისს ახალმთვარეობაა კირჩხიბის 22°-ზე, რომელიც რეტროგრადულ მერკურის უერთდება. ეს ლუნაცია ძლიერ ემოციურ განახლებას უკავშირდება. იგი გვაძლევს შესაძლებლობას, გავუშვათ წარსულში დაგროვილი წყენა, დაუმთავრებელი ემოციები და ძველი ისტორიები, რომლებიც ჯერ კიდევ გვამძიმებს. ხშირად სწორედ წარსულის ემოციური ტვირთი გვიშლის ხელს მომავალში სრულფასოვნად გადასვლაში. როდესაც მას ვათავისუფლებთ, ახალი შესაძლებლობებისთვის სივრცეც ბუნებრივად ჩნდება.
19 ივლისიდან უმაღლესების ჰარმონიულ კონფიგურაციაში იუპიტერიც ერთვება, რის შედეგადაც ბისექსტილი ტრაპეციის კონფიგურაციად გარდაიქმნება. ეს კიდევ უფრო ძლიერ პოტენციალს ქმნის. ტრაპეცია ასტროლოგიაში შესაძლებლობების კონფიგურაციად მიიჩნევა — ის სხვადასხვა ენერგიას ერთმანეთთან აკავშირებს და გზას ხსნის იქ, სადაც აქამდე დაბრკოლებებს ვაწყდებოდით.
23 ივლისს მერკური ასრულებს რეტროგრადულ მოძრაობას და დირექტიული ხდება. ინფორმაციის გაცვლა, მოლაპარაკებები, ტექნიკური საკითხები, დოკუმენტებთან დაკავშირებული საკითხები და გადაადგილება თანდათან უფრო გამართულ რიტმს უბრუნდება.
29 ივლისს სავსემთვარეობაა ლომის 6°-ზე. ამ დროს მზე ზუსტ შეერთებაშია იუპიტერთან, რაც ამ დღეს ოპტიმიზმს, თავდაჯერებასა და პოზიტიურ განწყობას მატებს. ყურადღების ცენტრში მოექცევა საკუთარი თავის გამოხატვა, შემოქმედება, ლიდერობა და პირადი ბრწყინვალება. ეს არის პერიოდი, როდესაც მნიშვნელოვანია თამამად გამოვავლინოთ ჩვენი ნიჭი, შესაძლებლობები და შემოქმედებითი პოტენციალი.
ამის შემდეგ კი თანდათან ვუახლოვდებით დაბნელებების სეზონს, რომელიც მომდევნო მნიშვნელოვან ასტროლოგიურ ეტაპს გახსნის.
წყარო: ასტროლოგი თამარ ხოსროშვილი
⭕ ასევე დაგაინტერესეთ:
⭕„წვიმა, ელჭექი, სეტყვა და ქარის გაძლიერება“ - საქართველოში ამინდი გაუარესდება
🎥 „დღის საუკეთესო დოპინგი“- თამუნა ამონაშვილი ტყუპების უსაყვარლეს ვიდეოს გვიზიარებს
⭕იუპიტერი ლომში, ახალი შესაძლებლობების ციკლი უკვე დაიწყო: ასტროლოგის რჩევები და გაფრთხილება