ასტროლოგიაში უკურსოდ ითვლება მთვარე მაშინ, როდესაც ზოდიაქოს მიმდინარე ნიშანში ბოლო მთავარ (მაჟორულ) ასპექტს შეასრულებს და შემდეგ, ახალი ნიშნის დაწყებამდე, სხვა მნიშვნელოვან ასპექტს აღარ გააკეთებს.
ეს თითქოს გარდამავალი სივრცეა — პერიოდი, როდესაც ენერგია სრულად არც ძველ პროცესს ეკუთვნის და არც ახალს. სწორედ ამიტომ უკურსო მთვარის საათები ტრადიციულად არ ითვლება საუკეთესო დროდ ახალი საქმის დასაწყებად, მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მისაღებად ან ისეთი პროცესების გასაშვებად, რომელთაც განვითარება და შედეგი სჭირდება.
ხშირად ამ პერიოდში დაწყებული საქმეები იცვლის მიმართულებას, საჭიროებს გადაკეთებას, იწელება დროში ან უბრალოდ ვერ ვითარდება ისე, როგორც თავდაპირველად იყო დაგეგმილი.
სამაგიეროდ, უკურსო მთვარე შესანიშნავი დროა უკვე დაწყებული საქმეების დასასრულებლად, გადადებული საკითხების მოსაგვარებლად, გეგმების გადასახედად, გარემოს მოსაწესრიგებლად და იმისთვის, რომ ცოტა ხნით შევანელოთ ტემპი.
ეს არის ერთგვარი პაუზა აქტიურ პროცესებს შორის — დრო, როდესაც შეგვიძლია გავუშვათ ის რაც ზედმეტია და ადგილი გავუთავისუფლოთ ახალს.
ივნისის უკურსო მთვარის პერიოდები:
• 13 ივნისი — 11:30 – 17:06 → მთვარე შედის ტყუპებში
• 15 ივნისი — 06:54 – 16:14 → მთვარე შედის კირჩხიბში
• 17 ივნისი — 11:40 – 16:05 → მთვარე შედის ლომში
• 19 ივნისი — 15:30 – 18:36 → მთვარე შედის ქალწულში
• 21 ივნისი 21:33 – 22 ივნისი 00:54 → მთვარე შედის სასწორში
• 24 ივნისი — 08:11 – 10:43 → მთვარე შედის მორიელში
• 26 ივნისი — 21:10 – 22:40 → მთვარე შედის მშვილდოსანში
• 28 ივნისი 09:04 – 29 ივნისი 11:18 → მთვარე შედის თხის რქაში.
ასევე დაგაინტერესებთ: