მომღერალი ალექსანდრე ზაზარაშვილი, რომელიც 12 წლის ასაკიდან აშშ-ში ცხოვრობს, სოციალურ ქსელში ნიუ-იორკში გადაღებულ ფოტოებს აქვეყნებს და ამბობს, რომ ეს ქალაქი მისთვის საუკეთესოა.
როგორც თავად აღნიშნავს, ნიუ-იორკმა მას ძალიან ბევრი რამ ასწავლა და ამისთვის მუდამ მადლობელი იქნება:
„ჩემი საყვარელი ქალაქი მსოფლიოში! ნიუ-იორკი.
ამ ქალაქმა ძალიან ბევრი რამ მასწავლა და უდიდესი გამძლეობა შემძინა.
სამუდამოდ მადლიერი ვიქნები ნიუ-იორკის, რადგან სწორედ მან ჩამომაყალიბა იმ ადამიანად, ვინც დღეს ვარ“, - წერს ალექსანდრე ზაზარაშვილი.

ასევე დაგაინტერესებთ:
⭕„ჩნდება იდეა, რომელიც მომავალში მატერიალურ სარგებელს მოგიტანთ...“ - 12 ივნისის ტაროლოგიური პროგნოზი