ჯვრის ამაღლების სახელობის ტაძრის წინამძღვარი და თეოლოგიის დოქტორი დეკანოზი თეოდორე გიგნაძე განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობს საზოგადოებაში.
მისი ქადაგებები ქრისტიანებმა მალევე შეიყვარა, სწორედ ამიტომ იგი პერიოდულად სოციალურ ქსელში ამონარიდებს აქვეყნებს ხოლმე.
გთავაზობთ მისი ქადაგებიდან მორიგ ამონარიდს:
„ძალიან გვიჭირს დავინახოთ,
დავიჯეროთ, რომ არცერთი ღერი თმა არ ჩამოვარდება ჩვენი თავიდან, უფლის ნების გარეშე,
სულ ვწუწუნებთ...
სულ გვეშინია...
ჩვენ უნდა დავინახოთ, რომ იესო ქრისტე არის ყოვლისშემძლე.
– „იყავნ ნება შენი“, ვეუბნებით, და, რა არის ეს ნება?!
– „რაჲთა ყოველი, რომელი ხედვიდეს ძესა და ჰრწმენეს მისი, აქუნდეს ცხორებაჲ საუკუნოჲ, და მე აღვადგინო იგი უკუანაჲსკნელსა მას დღესა“(იოანე 6:40)
ეს არის ზეიმი,
მარადიული სიცოცხლე“, - წერია გავრცელებულ ინფორმაციაში.
ასევე დაგაინტერესებთ:
⭕„ჩნდება იდეა, რომელიც მომავალში მატერიალურ სარგებელს მოგიტანთ...“ - 12 ივნისის ტაროლოგიური პროგნოზი