Digest Logo

„საკმაოდ მძაფრი დაძაბულობაა დედამიწის ბიოსფეროში, პიკი 7 სექტემბერს, სავსემთვარისა და მთვარის დაბნელების დროს მოხდება“ - მიხეილ ცაგარელი

1756912328
მიხეილ ცაგარელი

2025 წლის 7 სექტემბერს დედამიწის ბიოსფეროში მნიშვნელოვანი ასტროლოგიური პროცესები გველოდება. 

დაძაბულობის პიკი 7 სექტემბერს 22:13 საათზე სავსემთვარისა და მთვარის დაბნელების დროს მოხდება. 9 სექტემბრიდან კი პოზიტიურ ზონაში გადასვლა დაიწყება.

აღნიშნულის შესახებ „დაიჯესტს“ მიხეილ ცაგარელი ესაუბრა: 

„სექტემბრის დასაწყისში საკმაოდ მძაფრი დაძაბულობაა დედამიწის ბიოსფეროში, რომლის პიკი 7 სექტემბერს 22:13 საათზე სავსემთვარისა და მთვარის დაბნელების დროს მოხდება.

მხოლოდ 9 სექტემბრიდან დაიწყება თანდათან პოზიტიურ ზონაში გადასვლა და გაჩნდება უფრო ოპტიმისტური მსოფლმხედველობა მიმდინარე მოვლენებზე. დაიწყება უფრო მეტად ჰარმონიული და პერსპექტიული სიტუაციების ჩამოყალიბება, გაცვლითი კურსი და აქციების ფასები დასტაბილურდება 18 რიცხვამდე ყველაზე ხელსაყრელია სიახლის დასაწყებად, ახალი ინვესტიციების დასაწყებად. ეს არის კონსტრუქციული დიპლომატიური და პოლიტიკური საქმიანობის დრო, რომელიც ხელს შეუწყობს სტაბილურობას საერთაშორისო არენაზე. სექტემბრის მეორე დეკადა დაამახსოვრდება, როგორც ჰარმონიული და პოზიტიური დრო, რომელიც მაქსიმალურად უნდა იყოს გამოყენებული, სავსე მოვლენებით, შეხვედრებით, ახალი იდეებით, ინვესტორების მოზიდვით. მესამე დეკადაში სასწორში მდებარე პლანეტა მერკურის ენერგიები, კომუნიკაციას უფრო გახსნილს გახდის, ხოლო პლანეტა ვენერას გავლენა, რომელიც 19 სექტემბერს ქალწულის ნიშანში შევა, საშუალებას მისცემთ სწორი სტრატეგიით გაანაწილონ დრო და გარშემომყოფთა იმპულსიც სწორად შეიგრძნონ.

ეს ტრანსფორმაცია უნდა დაეხმაროს მესამე დეკადაში კოსმოსური „ჭექა-ქუხილის” გადარჩენას. მზე, რომელიც 22 სექტემბერს სასწორის ზოდიაქოში შევა, შეძლებს სასიყვარულო და საქმიანი ურთიერთობების წარმოქმნას.

„ჭექა-ქუხილის” გადალახვა შესაძლებელია კოსმოსური ტურბულენტობის დროული ადაპტაციის პირობებში 27 სექტემბრამდე. ასეთი ენერგიებითა და ცვლილებებით ადამიანები იმოქმედებენ თავდაჯერებულად, პრაგმატულად და ეფექტურად.

29 სექტემბრიდან დედამიწის ბიოსფეროს მდგომარეობა მკვეთრად გაუარესდება, რომელიც 18 ოქტომბრამდე გაგრძელდება. უმჯობესია მთვარის დაბნელებამდე 21 სექტემბრამდე გადაიდოს მნიშვნელოვანი შეხვედრები, მოგზაურობები“, - ამბობს მიხეილ ცაგარელი.

 ასევე დაგაინტერესებთ:

რა უნდა ვიცოდეთ, თუ გვაწუხებს ფიქრები: „ბაქანზე ვიდექი და გავიფიქრე, მატარებლის წინ ჩახტომა“, დანა მეჭირა და შემეშინდა, არ ჩავირტყა -მეთქი“ - ლევან შელეგიას რჩევები

„გლოვა არ არის დეპრესია, მტკივნეულ დანაკარგზე ორგანიზმის ბუნებრივი რეაქციაა... ტირილის დროს „ნუ ტირი“ და „არ იტირო“ უაზრობაა“ - რას წერს ლევან შელეგია

გიფიქრიათ, რატომ იწყება სწავლა სექტემბერში? - რა ისტორიული და პრაქტიკული საფუძვლები აქვს სასწავლო წლის განახლებას