ექსტრასენსი, ეზოტერიკოსი, ნათელმხილველი მარიამ ციმინტია საზოგადოებისთვის თავისი ზებუნებრივი ძალებით ძალიან კარგადაა ცნობილი. ამჯერად მან სოციალურ ქსელში ვიდეომიმართვა გაავრცელა, სადაც საზოგადოებას მოუწოდებს, ნუ ენდობა ისეთ ადამიანებს, ვინც საკუთარ თავზე მაგიის ცოდნას იბრალებს, რადგან მათთვის ეს დამღუპველი შეიძლება აღმოჩნდეს.
ეზოტერიკოსი განსაკუთრებით 20 წლამდე ბავშვებს აფრთხილებს, რომლებიც სოცქსელებში აქტიურები არიან, „სქროლვისას“ ნახულობენ ვიდეოებს ტაროს გაშლაზე, მაგიაზე, ჯადოზე, გაწმენდვაზე და ენდობიან უცნობ ადამიანებს.
„ბევრი იბრალებს, თითქოს რაღაც შეუძლია. ეს ყველაფერი ზღვარს გასცდა. ცრუ სპეციალისტები მართავენ „პარადს“.
რა არის მაგია? მაგია არის მეცნიერება და არა ის, რასაც უმეტესობა ადამიანებისა გვთავაზობენ. მაგიაში როგორც მედიცინაში არსებობს მიმართულებები. დიდი თხოვნა მექნება, რომ ვინც თვითნასწავლია და არ იცის კანონი ნუ ასწავლით ბავშვებს ისეთ რაღაცებს, რაც არ არის მოქმედი და შეიძლება დიდი ზიანი მიაყენოს ადამიანებს. ამ ყველაფერმა ბავშვების ფსიქიკაზე ძალიან იმოქმედოს და მათი ცხოვრება თავიდან ბოლომდე დაინგრეს.
მე არასდროს გასწავლით ჯადოების გაკეთებას, ზიანის მიყენებას, პირიქით გასწავლით როგორ შეიძლება გავწმინდოთ ჩვენი თავები. იმისთვის, რომ მაგია მართოთ გჭირდებათ ინტელექტი, შინაგანი სამყარო. ჩემი სული გაზრდილია იქამდე, რომ სხვა არასდროს დავაზიანო.
ჩემთვის პირველი მაგია არის სიყვარული, რომელიც გეხმარება ნებისმიერ მიმართულებაში.
ინტერნეტში ეუბნებიან ხალხს გაქვს ჯადო და ამის გამო მილიონებს დებს. რასაც ვხედავ 15-16 წლის ბავშვები აკეთებენ ალტარებს. ეს მათთვის ზღაპრის დონეა. ძალიან, ძალიან საშიშია. გაუფრთხილდით თავებს, იქამდე სანამ რამეს გასინჯავთ, რამეს სანამ ცდით, რადგან ჩვენ ისეთ ერაში, პერიოდში ვცხოვრობთ, ყოველი მეორე ადამიანი თითქოს არის მაგისტრი, ექსტრასენსი. ვინ საკუთარ თავზე იბრალებს და იძახის, სპეციალისტი ვარო ვხედავ, რომ არაფერი იციან.
ამიტომ, გეხვეწებით მანამ, სანამ თუნდაც წმენდას გაიკეთებთ, კარგად გაერკვიეთ როგორ მუშაობს. იყავით ფრთხილად, განსაკუთრებით 18 წლამდე ბავშვები, რადგან 20 წლამდე მაგიისთვის ხელის მოკიდება არ შეიძლება! ამის გამო შეიძლება ფსიქიკური დაავადებები, შიზოფრენია, ფსიქოზები, სუიციდური აზრები, დაავადებები, კიბოც კი აიკიდოთ“, - ამბობს მარიამ ციმინტია.
@mariamicimintiaofficial ♬ original sound - mariamicimintiaoffic 🧙♀️
ასევე დაგაინტერესებთ:
🎥 17-წლიანი სიყვარულის ამბავი და საერთო საქმიანობით დაგვირგვინებული ოჯახური თანაცხოვრება