Digest Logo

🎥 „შეგიძლიათ შეუძლებელი შეძლოთ, ეს დღე საკუთარ თავზე გამარჯვების დღეა“ - 25 ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს 12 ნიშნისთვის

1721889745
ნინა სუსლოვა

„დღევანდელი დღის მმართველი პლანეტა იუპიტერია. შეგიძლიათ შეუძლებელი შეძლოთ. ეს დღე საკუთარ თავზე გამარჯვების დღეა, არ გაფლანგოთ თქვენი დრო, ყურადღება, ენერგია უაზროდ. კონცენტრირდით იმაზე, რაც რეალურად მნიშვნელოვანია თქვენთვის“, - ამის შესახებ გადაცემაში „დილა მშვიდობისა საქართველო“ ეზოტერიკოსმა ნინა სუსლოვამ ისაუბრა.

ვერძი - დღე თქვენთვის ნაყოფიერი იქნება, განსაკუთრებით ადამიანებთან ურთიერთობის თვალსაზრისით, მარტივი იქნება მათი გაგება, კომუნიკაცია ნებისმიერი მიმართულებით იქნება ეს საქმიანი თუ პირადი ურთიერთობა. განსაკუთრებით ნაყოფიერად გამოიყენეთ დღის პირველი ნახევარი. 

კურო - გული არ დაგწყდეთ თუ თქვენი წარმატება ისე არ უხარიათ სხვებს, როგორც თქვენ მათი. დღეს აღმოაჩენთ ნეგატიურ დამოკიდებულებებს თქვენს მიმართ და მიხვდებით, რომ მათ უფრო მეტად შურთ თქვენი და არ უხარიათ თქვენი წარმატება.

ტყუპები - თქვენთვის საკმაოდ ნაყოფიერი დღე იქნება, განსაკუთრებით დღის პირველი ნახევარი და მაქსიმალურად ეცადეთ დრო არ გაფლანგოთ. გამოიყენეთ დღე თქვენს სასიკეთოდ ნებისმიერი მიმართულებით, საქმის გადასაჭრელად.

კირჩხიბი - ნებისმიერ საქმეს, რასაც დღეს დაიწყებთ, სერიოზულად მიუდგებით. ეს დაგეხმარებათ წარმატების მიღწევაში. გქონდეთ საკუთარი თავის იმედი, იმოქმედეთ ისე, როგორც სწორად თვლით. კარგი იქნება თუ დღის მეორე ნახევარში ქალაქგარეთ გახვალთ, ან უბრალოდ გარემოს შეიცვლით. 

ლომი - ეს დღე შემოქმედებითი იქნება თქვენთვის. კარგია ნებისმიერი საქმით დაკავება, რასაც შემოქმედებითობა სჭირდება. არ არის სასურველი რუტინული, დამღლელი და მოსაბეზრებელი საქმეების კეთება. ნუ იქნებით ნეგატიურად განწყობილი და არ გამოიჩინოთ აგრესია. 

ქალწული - საკმაოდ ნაყოფიერი იქნება დღის პირველი ნახევარი. მარტივად გამოგივათ ყველა საქმე, რასაც ხელს მოჰკიდებთ. ყველაფერი თქვენს ხელთაა. დღის მეორე ნახევარში უმჯობესი იქნება თუ გარემოს შეიცვლით. 

სასწორი - შესაძლოა მნიშვნელოვანი შეხვედრები მოგიწიოთ სხვადასხვა ადამიანებთან. კარგი იქნება იმპროვიზაცია, განსხვავებული ხედვა და მიდგომები. მოგიწევთ სწრაფი გადაწყვეტილებების მიღება, ამიტომ მზად იყავით. 

მორიელი - აკონტროლეთ თქვენი ემოციები, ეს დაგეხმარებათ იმედგაცრუების თავიდან არიდებაში. გამოიჩინეთ მეტი სიმშვიდე, მოთმინება, არ არის სასურველი აჰყვეთ ემოციებს, ცდუნებებს, ცუდ განწყობას, განცდას. შეინარჩუნეთ სიმშვიდე და ყველაფერი თავისით გამოსწორდება. მთავარია ობიექტურად, რეალურად შეხედოთ სიტუაციას. 

მშვილდოსანი - განსაკუთრებით ეშხიანები იქნებით. თქვენი ოპტიმიზმი გადამდები იქნება და გაგიმარტივდებათ ურთიერთობები. შეხვდებით ისეთ ადამიანებს, რომლებიც ერთ დღეს თქვენთვის მნიშვნელოვნები და ძვირფასები იყვნენ. 

თხის რქა - მნიშვნელოვანი საქმეები დღის პირველ ნახევარში არ დაგეგმოთ, შემოინახეთ მეორე ნახევარში, რადგან ე პერიოდი უფრო ნაყოფიერი იქნება.  პირველ ნახევარში შესაძლოა გამოჩნდეს შეფერხებები, უსიამოვნებები, დაძაბულობები, თუმცა დღის მეორე ნახევარში ყველაფერი შეიცვლება. 

მერწყული - დღე შესაძლოა დაძაბულად დაიწყოს, თუმცა დღის მეორე ნახევარში ყველაფერი რადიკალურად შეიცვლება და მეტად სასიამოვნო, დადებითი იქნება. გადაანაწილეთ დრო სწორად. 

თევზები - თუ რაიმე იდეა, გეგმა გქონდათ, შეგიძლიათ დაიწყოთ მოქმედება. თუ რამე ადგილის მონახულება გინდოდათ წადით. ნებისმიერი ქმედება, რაც დღეს გინდათ გააკეთოთ, წარმატებული იქნება. 

ასევე დაგაინტერესებთ:

🎥 ზაფხული და სოკო - როგორ ავიცილოთ თავიდან სიცხეში, ნესტისა და ტენიანობის პირობებში განვითარებული სოკოვანი დაავადებები? - ექიმის რჩევები

⭕მუსიკოსი ჯონ მეიოლი გარდაიცვალა

⭕ილია მეორემ დალოცა მოჭიდავეები, რომლებიც ოლიმპიურ შეჯიბრებაზე მიემგზავრებიან