დერმატო-ვენეროლოგი, სოფიკო აზრუმელაშვილი „გადაცემა დილა მშვიდობისა საქართველოში“ სტუმრად იმყოფებოდა, სადაც სოკოვან დაავადებებზე და მათი მკურნალობის ხერხებზე ისაუბრა.
სპეციალისტის თქმით, ტერფის მიკოზმა შესაძლებელია ფრჩხილის სოკოც გამოიწვიოს.
„სოკოები ძალიან დიდი ოჯახია, რომელსაც სხვა და სხვანაირი გამოვლინებები აქვს კანზე. პირველ რიგში დაიწყება არასასიამოვნო სუნი ფეხის ნაპრალებთან, განსაკუთრებით უყვარს ფეხის მეოთხე მეხუთე თითებს შორის უყვარს კანის აქერცვლა. შემდეგ უკვე იწყება კერატინიზაცია კანის ქსოვილის ანუ შესქელება. არსებობს რამდენიმე ფორმა წყლულოვანი, ბუშტუკოვანი. ფრჩხილის შემთხვევაში კი თავდაპირველად ის მაგრდება, შემდეგ ყვითლდება და ფხვიერდება. საბოლოოდ შესაძლოა ფრჩხილის დაკარგვაც გამოიწვიოს“, - აღნიშნა სოფიკო აზრუმლაშვილმა.
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
⭕მუსიკოსი ჯონ მეიოლი გარდაიცვალა
⭕ილია მეორემ დალოცა მოჭიდავეები, რომლებიც ოლიმპიურ შეჯიბრებაზე მიემგზავრებიან