Digest Logo

„იყავით მეტად ყურადღებით გარკვეული სამყაროსეული მინიშნებების მიმართ“ - ასტროლოგი ქეთი ოდიშელი მზის დაბნელებაზე

1770985617
ქეთი ოდშელი

ასტროლოგი ქეთი ოდიშელი სოციალურ ქსელში ხშირად აქვეყნებს მნიშვნელოვან ინფორმაციას ასტროლოგიურ მოვლენებზე და საზოგადოებას საჭირო რჩევებს უზიარებს.

ამჯერად იგი ახალ სტატუსს აქვეყნებს, სადაც მზის დაბნელების შესახებ წერს, რომელიც 17 თებერვალს არის.

იგი საინტერესო ინფორმაციას გვიზიარებს სხვადასხვა ქვეყნებში მზის დაბნელებების თემაზე.

„გვიახლოვდება #მზის დაბნელება.

მიაყურადეთ, იყავით მეტად ყურადღებით გარკვეული სამყაროსეული მინიშნებების მიმართ და იცოდეთ, რომ ყველაფერი, რაც ახლა ხდება ექვემდებარება კორექტირებას, ასე რომ გაიაზრეთ, იმოქმედეთ და შეცვალეთ ის, რაც არ მოგწონთ თქვენში ან გარემოში.

მზის დაბნელების ტენდენციებზე მალე მოგიყვებით, მანამდე კი გთავაზობთ საინტერესო ინფორმაციას სხვადასხვა ქვეყნებში მზის დაბნელებების თემაზე.

ჩინურ მითოლოგიაში თვლიდნენ, რომ მზის დაბნელების დროს მას გიგანტური დრაკონი შთანთქავდა. ადამიანები გამოდიოდნენ გარეთ ურტყამდნენ დოლებს, რათა დრაკონი შეეშინებინათ და მზე დაეხსნათ.

ინდუსებს კი სჯეროდათ, რომ ცაში დაფრინავდა დემონი რაქუს მოჭრილი თავი, რომელიც მზეს ყლაპავდა, მაგრამ ის ისევ ჩნდებოდა, რადგან დემონს სხეული არ ჰქონდა.

ძირძველი ამერიკელი ჩოკტოს ხალხი ოკლაჰომაში დარწმუნებული იყვნენ, რომ მზეს შავი ციყვი ფუნილუსა შთანთქავდა, რომელსაც ასევე ხმაურით აშინებდნენ.

ინდიელი პომოს ტომი თვლიდა, რომ მზის გამტაცებელი დათვი იყო.

სლავებს მიაჩნდათ, რომ მზეს მაქცია ყლაპავდა.

აი ძირძველი ციმბირის მცხოვრებლები კი მზის გაქრობაში ვამპირებს ადანაშაულებდნენ“, - წერს ქეთი ოდიშელი. 

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

⭕„აუმჯობესებს გულისა და ტვინის სისხლის მიმოქცევას“ - არუნ ხათრი ჭარხლის უნიკალურ თვისებაზე

⭕საქართველოში ჰაერის ტემპერატურა +26 გრადუსამდე მოიმატებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი!

⭕„მე უკვე ვისწავლე, თაღლით, ბოროტ, ვირეშმაკა, ნაძირალა ადამიანებთან ცხოვრება, რა ვქნა სხვანაირად არ შემიძლია, მათ მე ვერ შევებრძოლები“ - გია ჯაჯანიძე