Digest Logo

„იყო საკუთარი თავის რეალური ვერსია ძალიან რთულია, რადგან ხშირად არც კი ვიცით, როგორები ვართ...“ - რას წერს ეზოტერიკოსი

1762505410
ეზოტერიკაეზოტერიკა

„ადამიანი გახლავთ ათასობით სახის, ნიღბის, ჩვევების, მანერებისა და ქცევების კოლექცია. იყოს საკუთარი თავის რეალური ვერსია ძალიან რთულია, რადგან ხშირად არც კი ვიცით როგორები ვართ. დაწყებული ჩვენი მანერებით, გამომეტყველებითა და დგომით და დასრულებული ჩვენი გემოვნებით, ინტერესებითა თუ იუმორით - მუდმივად ვართ გავლენის ქვეშ“, - ამის შესახებ  ეზოტერიკოსი „svart გრიმუარი“ სოციალურ ქსელში წერს. 

მისი თქმით, იმისათვის, რომ იყო საკუთარი თავის რეალური ვერსია - ჯერ უნდა იყო არავინ და არაფერი:

„იყავი ის ვინც ხარ! ხშირად გვირჩევენ ხოლმე, მაგრამ განა ეს ასეთი მარტივია?
 
გინდა, რომ დაგაფასონ? - იყავი ის, ვინც ხარ.
გსურს იყო ბედნიერი? - იყავი ის, ვინც ხარ.
გინდა იყო წარმატებული? - იყავი ის, ვინც ხარ.
 
სად, ვისგან და რა ფორმატში არ მოისმენ ამ რჩევას, მაგრამ ოდესმე თუ გიფიქრიათ რამდენად რთულია იყო ის, ვინც ხარ სინამდვილეში?
 
იყოს საკუთარი თავის რეალური ვერსია ძალიან რთულია, რადგან ხშირად არც კი ვიცით როგორები ვართ.
დაწყებული ჩვენი მანერებით, გამომეტყველებითა და დგომით და დასრულებული ჩვენი გემოვნებით, ინტერესებითა თუ იუმორით - მუდმივად ვართ გავლენის ქვეშ. გამუდმებით ვიღაცას ვბაძავთ, ვიღაცას ვაკოპირებთ, ვიკიდებთ მათ ჩვევებსა და ქმედებებს ისე, რომ ამას აბსოლუტურად ვერ ვამჩნევთ და ვერ ვაცნობიერებთ.
 
თუნდაც მშობლისგან, ადამიანთა უმრავლესობა სწორედ ისე ხუმრობს და იცინის, როგორც ამას აკეთებდა მათი მამა, სწორედ ის საკვები მოგვწონს, რომელიც მოსწონდა დედას, დღემდე ისე ვიცვამთ, როგორც გემოვნებიანი თანაკლასელი და ისეთი სახის გამომეტყველება ან მზერა გვაქვს ხოლმე, თითქოს ვცდილობთ საყვარელ მომღერალს ან მსახიობს დავემგვანოთ.
 
ერთი სიტყვით - ადამიანი გახლავთ ათასობით სახის, ნიღბის, ჩვევების, მანერებისა და ქცევების კოლექცია (ან კოლექციონერი?).
 
იმისათვის, რომ იყო საკუთარი თავის რეალური ვერსია - ჯერ უნდა იყო არავინ და არაფერი!
 
არაფრიდან არის შესაძლებელი, რომ შექმნა რაღაც, რაც არ არის სხვისი ან მისიმაგვარი.
 
სწორედ მაშინ, როდესაც აღარ დაგჭირდება არავითარი ნიღბები, როდესაც აღარ იარსებებს სტიმული ან გარე ზეგავლენა, არავინ და არაფერი, რასაც მიჰბაძავ ან საიდანაც „გადაიხატავ“ ძველი და ყალბი მე დაიწყებს ჩამოშლას და როდესაც საბოლოოდ დახვალ სუფთა ფურცლის მდგომარეობამდე, ცხოვრებაში პირველად დაიწყებ საკუთარი რეალური პორტრეტის ხატვას.
 
ხშირად სწორედ ამისთვის არის საჭირო გამოწვევები, ასკეტური პრაქტიკები, განმარტოება, იზოლაცია და ა.შ…
 
თეთრი ფურცელი მხოლოდ უდაბნოშია, სადაც არავინაა ქვიშის ქარებისა და შენს გარდა და არა დიდ ქალაქებში, სადაც თავად ღამე და სიმშვიდეც კი ხმაურობს“, - წერს ეზოტერიკოსი.

ასევე დაგაინტერესებთ:

„შენისთანა ადამიანის გვერდით ამხელა გზის გავლა მართლა დიდი გამართლებაა!“ - რეზო ასათიანი 75 წლის გახდა

🎥 „ზამთარი მოდის და შენი იმუნიტეტი მზად არის?“ - 7 რჩევა ნატა გაგუასგან, რომელიც თქვენს ორგანიზმს დაიცავს

„ანტიციკლონის სიდიადით, მომდევნო ერთ კვირას საქართველოში გაავდრება მოსალოდნელი არ არის“ - კობა ფარტენაძე ამინდის პროგნოზზე