Digest Logo

„ანტიციკლონის სიდიადით, მომდევნო ერთ კვირას საქართველოში გაავდრება მოსალოდნელი არ არის“ - კობა ფარტენაძე ამინდის პროგნოზზე

1762503505
კობა ფარტენაძე

მეტეოროლოგი კობა ფარტენაძე სოციალურ ქსელში ნოემბრის ამინდის პროგნოზზე წერს.

მისი თქმით, მიმდინარე თვე თბილი და მზიანი იქნება. გარდა ამისა, ანტიციკლონის სიდიადით, მომდევნო ერთ კვირას საქართველოში გაავდრება მოსალოდნელი არ არის:

„როგორც ველოდებით საქართველოში ნოემბერი მართლაც თბილი და ტკბილი აღმოჩნდა, მომდევნო დღეებში მზიანი და თბილი ამინდი გაგრძელდება.

ბათუმსა და სანაპირო ზოლში +22°C-დან +24°C-მდე, შენარჩუნდება ტემპერატურა.

დასავლეთ საქართველოს დაბლობზე +24°C-დან +26°C-მდე.

აღმოსავლეთის ბარში +20, +22 გრადუსი იქნება.

ანტიციკლონის სიდიადით, მომდევნო ერთ კვირას საქართველოში გაავდრება მოსალოდნელი არ არის.

გისურვებთ, რომ ამ სითბოში იპოვოთ დრო - სეირნობისთვის, ფიქრისთვის, სიყვარულისთვის.

იყავით თბილ ამინდზე თბილები - ერთმანეთისთვის“, - წერს კობა ფარტენაძე.

 აგრეთვე დაგაინტერესებთ:

🎥 „ზამთარი მოდის და შენი იმუნიტეტი მზად არის?“ - 7 რჩევა ნატა გაგუასგან, რომელიც თქვენს ორგანიზმს დაიცავს

🎥 „უნდა იყოთ ფრთხილად, რადგან შესაძლოა, ძველმა ინტიმურმა პარტნიორმა გაგიხსენოთ...“ - ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი მიხეილ ცაგარელისგან

🎥 „ახალ საქმეებს თავი უნდა დავანებოთ... ჩავხედოთ წარსულს“ - მიხეილ ცაგარელი მერკურის რეტროგრადულობაზე