Digest Logo

„კალენდრის ჯადოსნური დღეა! ეს რიცხვების მაგია ემთხვევა დაბნელებების დერეფანში განსაკუთრებულ დღეს“ - ეზოტერიკოსი 26 თებერვალზე

1771999332
26 თებერვალი

მინეროლოგი, ეზოტერიკოსი თამუნა იოსელიანი სოციალურ ქსელში მორიგ პოსტს აქვეყნებს, სადაც 26 თებერვლის ასტროლოგიურ ენერგიებზე საუბრობს და ამბობს, რომ ეს დღე ჯადოსნურია და ითვლება სურვილების შესრულების საუკეთესო თარიღად:

„26 თებერვალი - კალენდრის ჯადოსნური დღეა! სწორედ 2026 წელს 26 თებერვალი ითვლება სურვილების შესრულების დღედ!

ეს რიცხვების მაგია ემთხვევა დაბნელებების დერეფანში განსაკუთრებულ დღეს. ეს არის დღე, როდესაც თავად სამყარო ხსნის „შეკვეთების მიღებას“ სურვილების სწრაფად ასასრულებლად.

ამიტომ, დილით, სახლიდან გასვლამდე, დაწერე ფურცელზე შენი 3 ყველაზე სანუკვარი სურვილი. შემდეგ დაახვიე ეს ფურცელი მილივით და დაწვი. ფერფლი გადააგდე ფანჯრიდან და დაწერე კომენტარში აქტივაციის სიტყვები:
„ჩემს მიერ მოთხოვნილია, სამყაროს მიერ შესრულებულია. ასე იყოს“.

გააკეთე ეს და დაინახავ, როგორ შექმნის თავად სამყარო ახალ პირობებს და ახალ გზებს შენი სურვილების ასასრულებლად“, - წერს თამუნა იოსელიანი. 

ასევე დაგაინტერესებთ:

„შესაძლებელია კამათი საყვარელ ადამიანებთან, უმჯობესია დღე საოჯახო საქმეებს დაუთმოთ“ - ეკა კვარაცხელია 25 თებერვლის ენერგიებზე

„ხელსაყრელია ქორწილი, ბიზნესის გახსნა, დოკუმენტების ხელმოწერა“ - 25 თებერვლის პროგნოზი ფენ-შუის სპეციალისტისგან

„ბედნიერი იყავი ჩემო მაგარო, საოცარო, ყოჩაღო...“ - როგორ ულოცავს სალომე ბაკურაძე ლაშა ბასლანძის შვილს დაბადების დღეს