ჟურნალისტი თაკო მელიქიშვილი, რომელიც ბოლო პერიოდში ასტროლოგიით აქტიურად დაინტერესდა და შესაბამისი განათლებაც მიიღო, სოციალურ ქსელში ასტროლოგიურ თემებზე პოსტებსა და ვიდეოებს პერიოდულად უზიარებს საზოგადოებას.
ამჯერად მელიქიშვილი მორიგ პოსტს აქვეყნებს, სადაც 8 თებერვლის ასტროლოგიურ პროგნოზს გვაცნობს:
„ჰოროსკოპი 8 თებერვლისთვის
მთვარის დღე — 20 / 21
მთვარის ფაზა — კლებადი მთვარე მორიელში
ვერძი
დღეს ენერგიულ განწყობაზე იქნებით. დაიწყეთ უჩვეულო და საინტერესო საქმეები, გამოიყენეთ ფანტაზია. ინტუიცია სწორ მინიშნებებს გაძლევთ, ამიტომ სწრაფად მიღებული გადაწყვეტილებები ყველაზე წარმატებული იქნება. თქვენი პროდუქტიულობა დამოკიდებულია შინაგან განწყობაზე — შეინარჩუნეთ პოზიტივი.
კურო
დღის მეორე ნახევარი უფრო წარმატებული იქნება. დილით კი მოსალოდნელია მცირე უსიამოვნებები და გამაღიზიანებელი სიტუაციები. ეცადეთ, უკმაყოფილება ახლობლებზე არ გადაიტანოთ და იყოთ თავშეკავებული. საღამოს შესაძლოა მიიღოთ სასიამოვნო და დიდი ხნის ნანატრი სიახლე.
ტყუპები
ვარსკვლავები გირჩევენ, იყოთ მშვიდები და თავაზიანები ოჯახის წევრებსა და მეგობრებთან, რათა კონფლიქტი არ დაიწყოს. აკონტროლეთ ემოციები, ხშირად დარჩით მარტო და მედიტაციას მიუძღვენით დრო. კარგი დღეა გეგმებისა და ახალი მიზნების დასახვისთვის.
კირჩხიბი
თქვენი პოზიტიური განწყობა ახლობლებს დაეხმარება სირთულეების გადალახვაში. იურთიერთეთ მათთან, გაამხნევეთ, იხუმრეთ და გაუღიმეთ. შესაძლოა ძველმა საქმეებმა ან ურთიერთობებმა კვლავ შეგახსენოთ თავი გამოიყენეთ გამოცდილება და საბოლოოდ დახურეთ ეს საკითხი.
ლომი
თქვენი ქარიზმა და გაბედული გადაწყვეტილებები ყურადღების ცენტრში დაგაყენებთ. ზოგი აღფრთოვანდება, ზოგი კი შეეცდება ხელი შეგიშალოთ. ნუ დაელოდებით მოწონებას იმოქმედეთ ისე, როგორც სწორად მიგაჩნიათ და საკუთარ გზას მიჰყევით.
ქალწული
პრობლემებისგან გაქცევა არ ღირს. დღეს კარგი დროა, რომ გადაჭრათ ის საკითხები, რომლებსაც მუდმივად აჭიანურებდით. ახლობლები და მეგობრები აუცილებლად დააფასებენ თქვენს საქმიანობასა და მორალურ ძალას. იყავით უფრო მომთმენი, თუ თქვენი პარტნიორი ცუდ განწყობაზეა.
სასწორი
დღეს საჭიროა განსაკუთრებული ყურადღება. კარგად გააანალიზეთ პასუხები და არ იჩქაროთ. არსებობს შეცდომის დაშვების რისკი, ამიტომ გადაამოწმეთ ყველა ინფორმაცია და იმოქმედეთ გამოცდილი მეთოდებით. უმჯობესია, დამოუკიდებლად იმუშაოთ.
მორიელი
მოუსმინეთ საუბრებს — შეიძლება გაიგოთ მნიშვნელოვანი ინფორმაცია, რომელიც მომავალში გამოგადგებათ. თუმცა ყველაფერს ნუ დაუჯერებთ, გადაამოწმეთ წყაროები. ახლობლებთან კომუნიკაციამ შეიძლება განწყობა გაგიფუჭოთ, ამიტომ აირჩიეთ მსუბუქი და სასიამოვნო თემები.
მშვილდოსანი
შესაფერისი დღეა გადადებული საქმეების დასასრულებლად. თუმცა ვარსკვლავები გაფრთხილებენ იზრდება ტრავმებისა და გაუთვალისწინებელი სიტუაციების ალბათობა. იყავით ფრთხილად და მოერიდეთ ნეგატიურ კომუნიკაციას.
თხის რქა
დღე დატვირთულია საქმეებითა და პასუხისმგებლობებით. დაგეხმარებათ მკაფიო გეგმა და ენერგიის სწორად განაწილება. დაზოგეთ დრო მოერიდეთ უაზრო საუბარს და ნეგატიურ ადამიანებს. საღამოს შეგიძლიათ მაღაზიებში გასეირნება და სახლისთვის რაიმე სასიამოვნოს შეძენა.
მერწყული
საინტერესო და წარმატებული დღეა. შეხვდებით უჩვეულო ადამიანებს, მიიღებთ ძლიერ ემოციებს და გაიგებთ თქვენთვის სასარგებლო ინფორმაციას. პირად ურთიერთობებში ნუ დააჩქარებთ მოვლენებს მნიშვნელოვანი საუბარი რამდენიმე დღით გადადეთ. ახალი შესაძლებლობები იხსნება.
თევზები
მზად იყავით მოულოდნელობებისთვის შესაძლოა გეგმების შეცვლა მოგიწიოთ და ახალი საქმეებით დაკავდეთ. ირწმუნეთ საკუთარი ძალების და იღბალი თქვენს მხარეს იქნება. სიყვარულში გამოიჩინეთ ინიციატივა, გაუზიარეთ პარტნიორს გრძნობები და ემოციები“, - წერს თაკო მელიქიშვილი.
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
🎥 „პირველად ვამბობ ამას თქვენთან...შემოდის იარაღით“ - გოგა მანია „სიცრუის დეტექტორში“
🎥 „სი მარგალურ ქოიჩქუნო? - ქო“ - ლილი სულაბერიძე მეგრულად ალაპარაკდა
⭕„გაიქეცი ამ ქალებისგან თუ გინდა იცხოვრო მშვიდად...“ - რას წერს თამუნა იოსელიანი