Digest Logo

„კარგად მუშაობს თვითპროგრამირების პრაქტიკები...“ - 19 სექტემბრის ენერგიები

1789798394
დღის ენერგიები

19 სექტემბერი წარმატების, პარტნიორობისა და სურვილების ასრულების დღეა!

ჩემო ძვირფასებო, დღევანდელი ენერგიებია 1 • 2 • 3 დღეს ყველაფერი შეიძლება გამოგივიდეთ, თუ მარტო კი არა, პარტნიორობით იმოქმედებთ.

ახალმთვარეობის ენერგია კვლავ გრძელდება, ამიტომ თქვენი მიზნები, გეგმები და სურვილები ყურადღების ცენტრში შეინარჩუნეთ.

🚀 რიცხვი 19 გვეუბნება: „გადავწყვიტე ვმოქმედებ და ყველაფერი ისე იქნება, როგორც მსურს!“ დღეს ბევრი ადამიანი მოგმართავთ რჩევისთვის და თქვენ შეძლებთ მათთვის ზუსტი და სასარგებლო მიმართულების მიცემას. ყურადღებით მოუსმინეთ, გამოიჩინეთ გაგება და რბილად მიუთითეთ სწორი გზა.

🏃‍♀️ დილიდანვე აამაღლეთ ენერგია: ივარჯიშეთ, გაისეირნეთ ამის შემდეგ თავს გაცილებით მხნედ და თავდაჯერებულად იგრძნობთ.

📝 დღეს განსაკუთრებით კარგად მუშაობს თვითპროგრამირების პრაქტიკები. დაწერეთ მადლიერება: „მადლობას ვუხდი ღმერთს, სამყაროს, ჩემს მფარველ ანგელოზებსა და ჩემს გვარს.“ სურვილები კი ასე ჩამოაყალიბეთ: „მადლიერებით ვიღებ…“ — შემდეგ ჩამოწერეთ ყველაფერი, რაც გსურთ.

☕ თქვენ მიერ გაცემული რჩევებისთვის მადლიერების მიღებაც არ დაგავიწყდეთ. შეიძლება ყავით გაგიმასპინძლდნენ, მონეტა გაჩუქონ ან უბრალოდ გულწრფელად გადაგიხადონ მადლობა. დღეს ენერგიის გაცვლა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია: თქვენ გასცემთ ცოდნას და სანაცვლოდ რაღაცას იღებთ.

💞 მისია 2 სინაზესა და ფიზიკურ სიახლოვეს ითხოვს. ჩაეხუტეთ და მოეფერეთ საყვარელ ადამიანებს, გაატარეთ დრო მათ გვერდით. თუ საყვარელი ადამიანი არ გყავთ, წადით მასაჟზე და შეივსეთ მზრუნველობისა და სასიამოვნო ემოციების ენერგიით.

💄 რეალიზაციის რიცხვი 3 გირჩევთ, დღეს ლამაზად წარმოაჩინოთ საკუთარი თავი. გააზიარეთ ინფორმაცია და ცოდნა, იურთიერთეთ, ისწავლეთ, გამოეწყვეთ და აუცილებლად შეიძინეთ ის, რაზეც დიდი ხანია ოცნებობთ. 💵 დახარჯეთ ფული საკუთარ თავზე სიამოვნებით და დანაშაულის განცდის გარეშე. დღეს საკუთარ თავზე ზრუნვა, სილამაზე და სასიამოვნო შენაძენები სიუხვის ენერგიას ააქტიურებს.

❤️ იყავით უსაზღვროდ საყვარელი, მოფერებული, მდიდარი და ბედნიერი! დაე, ყველაფერი, რასაც დღეს დაწერთ და ჩაიფიქრებთ, საუკეთესო გზით დაიწყოს ასრულება!

 ასევე დაგაინტერესებთ:

⭕როცა სტილი და სექსუალურობა ერთიანდება: ალექსანდრა პაიჭაძის მორიგი ეფექტური გამოჩენა

⭕ „ფიზიოლოგიურად, დაიბადა ჯანმრთელი გოგონა...“ - ახალი სიცოცხლე სასწრაფოს ავტომობილში: ჯვარის სამედიცინო ბრიგადის პროფესიონალიზმი

⭕ „დაგეხმარებათ ფინანსებთან დაკავშირებული შფოთვის გათავისუფლებაში...“ - მარტივი პრაქტიკა თამუნა იოსელიანისგან