Digest Logo

რა სიურპრიზი მოუწყო სალომე გოგიაშვილს მეუღლემ თვითმფრინავის ტრაპთან

1666770591
სალომე გოგიაშვილი

ყოფილი ტელეწამყვანი სალომე გოგიაშვილი საზოგადოების ყურადღების ცენტრში ხშირად ექცევა.

„ფორტუნამ“ სალომესთან ოჯახზე ინტერვიუ ჩაწერა, გთავაზობთ ამონარიდს: 

„ოჯახი პრობლემების გარეშე არ არსებობს, ეს გამორიცხულია და არ მჯერა. რაღაცნაირად რომ ხატავენ სოციალური ქსელის მეშვეობით, იდეალურ ოჯახებს, მგონია, ვინც ძალიან აფიშირებს ამას, სწორედ იქ არის პრობლემა. როცა ძალიან ბედნიერიხარ, ამას ზედმეტი ლაპარაკი არ სჭირდება. ამას წლების შემდეგ მივხვდი. ადრე ყველაფერს ვყვებოდი. რეალურად, სულ რამდენიმე ადამიანია, ვისაც ნამდვილად უხარია – დანარჩენ ადამიანებს ან შურთ, ან არიან გაბოროტებულები და არ უხარიათ. მე ძალიან მჯერა ცუდი თვალის და ბავშვების ფოტოებსაც არ ვდებ. რამდენჯერაც გამოვაჩინე, იმდენჯერ სიცხე ჰქონდათ… ვთქვი, რომ მათ ფოტოებს აღარ დავდებდი. ალბათ, უფრო „იღებენ“ თვალს. იგივეა ოჯახსა და ზოგადად, სიხარულზე, რაც ცხოვრებაში გვაქვს ხოლმე. მირჩევნია, ჩემთვის და ჩემი მეგობრებისთვის გავაზიარო, ვიდრე დანარჩენი საზოგადოებისთვის.

ბოლო სიურპრიზი ვახოსგან რა გახსოვს?

საზღვარგარეთ ვიყავი წასული საქმეზე. რომ ჩამოვედი, ტრაპთან დამახვედრა გოგონა, რომელიც იდგა ტრაფარეტით, ზედ ჩემი სახელი და გვარი ეწერა. მანქანაში ჩამსვეს და ვიპ გასასვლელიდან გამიყვანეს. ეს იყო ხუმრობანარევი სიურპრიზი. სულ მაშაყირებს ხოლმე, ჩემი სელებრითი ცოლიო. რომ ჩამოხვედი, სელებრითივით დაგხვდიო, მითხრა. ხუმრობაც იყო, მაგრამ ძალიან სასიამოვნო ჩემთვის.

შენი ინტერვიუებიდან ფრაზები ზოგჯერ ხუმრობის მიზეზი ხდება. ისწავლე ინტერნეტში გავრცელებულ კომენტარებთან გამკლავება?

არსებობენ ადამიანები, რომლებიც იკვებებიან ნეგატივის გამოსხივებით. მათ ავადმყოფებად მივიჩნევ. ხომ არ შედიხარ პოლემიკაში ავადმყოფ ადამიანთან? მეც არ ვკითხულობ კომენტარებს. ვიღაც შეუხედავი და წარუმატებელი ადამიანი რას წერს, აბსოლუტურად არ მაინტერესებს. მყავს აუდიტორია, ვისთვისაც ჩემი ყურება და მოსმენა საინტერესოა – შეუმდგარი ადამიანი რა ხარისხით აფრქვევს ბოღმას, სრულიად უინტერესია.

როცა „სიცრუის დეტექტორში“ მოვყევი ამბავი თვითმფრინავის შესახებ, ქუჩაში უცნობები მეკითხებოდნენ ხოლმე, ინტუიცია რას გკარნახობს, ხომ არ გვიმკითხავებო. ეს იყო იუმორი და სადაც იუმორია, იქ მეც ვარ. პირიქით, ამაზე თავადაც ძალიან ვხალისობდი.

🔵ასევე დაგაინტერესებთ:

🔵„რა არის საზეიმო იმაში, რომ ერთ მოძალადე კაცს ხახვივით შერჩა ყველაფერი...“ - მებო ნუცუბიძე

🔵რა ქონებას ფლობენ ბასილაშვილი და დოროყაშვილი

🔵„კაცი ცოლს, თუნდაც ყოფილს, რას ჰგავხარ და დატყლარჭული ხარო - ეტყვი, მანდ გინდ მართალი იყავი, მაინც ბანძი არაკაცი ხარ, ჯიგარო“ - ბექა მჭედლიშვილი

წყარო: fortuna.ge