ასტროლოგიური პროგნოზი - 8 აგვისტო:
♈️ ვერძი: ტემპის შენელება გჭირდება. ნუ ეცდები ყველა საქმის ერთდროულად გაკეთებას. კარგი დროა მშვიდი ურთიერთობისთვის, კვირის შეჯამებისა და გონების განტვირთვისთვის.
♉️ კურო: ყურადღება ფინანსებზე, პირად რესურსებსა და პრაქტიკულ საქმეებზე გადაიტანე. კარგი დღეა გეგმების დასალაგებლად და სახლში თუ სამსახურში წესრიგის შესაქმნელად.
♊️ ტყუპები: მთვარე შენს ნიშანში ტრანზიტს ასრულებს. დღეს ნაკლები საუბარი და მეტი დაფიქრება გარგებს. ენდე ინტუიციას და საკუთარ თავს დასვენების საშუალება მიეცი.
♋️ კირჩხიბი: სიმშვიდე და დასვენება გჭირდება. კარგი დღეა ძალების აღსადგენად, საკუთარ თავზე ზრუნვისთვის და გამოძინებისთვის. წინ უფრო აქტიური დღეები გელოდება.
♌️ ლომი: დღე ახლო და სანდო ადამიანებთან მშვიდ ურთიერთობას უხდება. ხმაურიან გარემოს გულწრფელი საუბრები და მყუდრო ატმოსფერო ამჯობინე.
♍️ ქალწული: შენი პრაქტიკული აზროვნება დღეს განსაკუთრებით ძლიერია. დაალაგე დაგროვილი საქმეები, შეაჯამე შედეგები და სამომავლო გეგმები ჩამოწერე.
♎️ სასწორი: კარგი დღეა ახალი ინფორმაციისთვის, კითხვისა და სწავლისთვის. შესაძლოა პასუხი იპოვო კითხვაზე, რომელიც დიდი ხანია გაწუხებს.
♏️ მორიელი: ყურადღება შინაგან ცვლილებებსა და დაუმთავრებელ საქმეებზე გადაიტანე. დღეს განსაკუთრებით კარგად გამოგივა ის, რაც სიზუსტეს, სიმშვიდესა და კონცენტრაციას მოითხოვს.
♐️ მშვილდოსანი: ურთიერთობებში მეტი სიფრთხილე და გულისხმიერება დაგჭირდება. მოერიდე კამათს და ეცადე პარტნიორთან მშვიდი და გულწრფელი დიალოგი გქონდეს.
♑️ თხის რქა: დღე შენს ენერგიას კარგად ერგება. მიხედე ყოველდღიურ საქმეებს, სახლს, ჯანმრთელობას და საკუთარ სხეულზე ზრუნვას.
♒️ მერწყული: დაუთმე დრო საყვარელ ჰობისა და შემოქმედებას. ზედმეტად ნუ გადაიტვირთები დღეს შენი მთავარი ამოცანა საკუთარ თავთან ჰარმონიის პოვნაა.
♓️ თევზები: ყურადღება სახლსა და ოჯახზე გადადის. შექმენი მყუდრო გარემო, მიხედე საოჯახო საქმეებს და მეტი დრო გაატარე საყვარელ ადამიანებთან.
ასევე დაგაინტერესებთ:
⭕რა არის ქვეცნობიერი, როგორ მუშაობს და მართავს ის შენს ცხოვრებას?
🎥 ლელა წურწუმია და მამულიჩა ბათუმში ისვენებენ - წყვილის კადრები საცურაო აუზიდან
⭕„ჩვენ რომ ვიცით ისე უნდა იყო, მრავალჟამიერ!“ - ანეტა ნიკურაძის მილოცვა გიორგი ჭოხონელიძეს