„დღევანდელი 8 ნოემბრის მმართველი პლანეტა ვენერაა და ეს დღე თითოეული ადამიანისთვის მნიშვნელოვანი იქნება. ყველა პრობლემა, რაც წარსულში ვერ მოაგვარეთ, თავს იჩენს. გარდა ამისა შესაძლოა სიტუაციები რადიკალურად შეიცვალოს“, - ამის შესახებ ასტროლოგმა და ნუმეროლოგმა ნინა სუსლოვამ გადაცემაში „დილა მშვიდობისა საქართველო“ ისაუბრა.
რაც შეეხება ზოდიაქოს თითოეულ ნიშანს, მათი 8 ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი ასე გამოიყურება👇
ვერძი - ყველა მიმართულებით გმართებთ სიფრთხილე. არ გადადგათ ისეთი ნაბიჯები, რაც მომავალში ზიანს მოგაყენებთ. არ არის სასურველი სიჩქარე.
კურო - კარგი დღეა ფინანსური საკითხების გადასაჭრელად. გაჩნდება ახალი ურთიერთობები. გამოიჩინეთ ინიციატივა, გადადგით ნაბიჯები.
ტყუპები - შესაძლოა დღე არ იყოს მარტივი, მიიღებთ კრიტიკას. ყველას არ მოეწონება ის რასაც აკეთებთ. შეინარჩუნეთ სიმშვიდე.
კირჩხიბი - საინტერესო დღეა. ბევრი მოგმართავთ თხოვნით, თუმცა თქვენი ენერგია შესუსტებულია, ამიტომ დრო სწორად გადაანაწილეთ.
ლომი - რთული დღეა, სწორად უნდა შეაფასოთ სიტუაციები. თუ გყავთ მეორე ნახევარი არ მისცეთ ეჭვიანობის საბაბი.
ქალწული - დღე ახალ ნაცნობებს გპირდებათ. საკმაოდ საინტერესო დღე გექნებათ. შეაგროვეთ ინფორმაცია და დააკვირდით ყველაფერს.
სასწორი - თქვენთვის დადებითი დღეა. გაქვთ საშუალება გადადგათ სწორი ნაბიჯები. გექნებათ რესურსი, ინტუიცია, რომ რასაც დაგეგმავთ იქნება გამართლებული.
მორიელი - სწორად გადაანაწილეთ დრო სამსახურსა და ოჯახს შორის. უყურადღებო არც ერთი დატოვოთ, წინააღმდეგ შემთხვევაში სამსახურში გაგიფუჭდებათ საქმე.
მშვილდოსანი - წარსული ფიქრები გართმევთ მომავალს. იყავით აქ და ახლა, ეცადეთ, რომ რაც ხელს გიშლით წარსულში დატოვოთ.
თხის რქა - ინფორმაცია, რაც წარსულში მიიღეთ გამოგადგებათ. ყურადღება მიაქციეთ მინიშნებებს. გექნებათ მარტივი და საინტერესო დღე.
მერწყული - ზერელე დამოკიდებულება ხელს შეგიშლით. იმოქმედეთ თავდაჯერებულად და გადადგით სწორი ნაბიჯები.
თევზები - ემოციური მდგომარეობა ცვალებადია, ამიტომ მშვიდად იყავით. არ აჰყვეთ ემოციას და მშვიდად შეხედეთ იმ ყველაფერს რაც თქვენს ირგვლივ ხდება.
ასევე დაგაინტერესებთ:
⭕ როდემდე შენარჩუნდება უნალექო ამინდი საქართველოში - ნახეთ, განახლებული პროგნოზი