Digest Logo

„კარგი დღეა ლოცვისთვის, რათა მიიღოთ დახმარება მფარველი ანგელოზისგან“ - მიხეილ ცაგარელი

1661328929
მიხეილ ცაგარელი

კარგი დღეა ლოცვისთვის, რათა მიიღოთ დახმარება მფარველი ანგელოზისგან, - ამბობს ასტროლოგი მიხეილ ცაგარელი.

მიმართულებადაკარგული მთვარის პერიოდში – 13:40-დან 17:11 საათამდე, როცა განსაკუთრებით გაძლიერდება მთვარის ნეგატიური ენერგია, მაქსიმალური სიფრთხილის გამოჩენა მართებთ მძღოლებს, რათა გაფანტული ყურადღება და დაკარგული კონცენტრაცია არ გახდეს ავარიების და სახიფათო სიტუაციების შექმნის მიზეზი.

თავისუფლების და რეფორმების მმართველი პლანეტის – ურანის წლის ბოლომდე რეტროგრადულობა თავისუფლების შეზღუდვისა და სხვებზე დამოკიდებულების მიზეზი გახდება. შემცირდება რეფორმების, სიახლეებისა და ნოვატორული იდეების განხორციელების შესაძლებლობა. არაა გამორიცხული გაძლიერდეს საზოგადოების მღელვარება. არ ღირს გეგმების დასახვა და მათ რეალიზაციაზე ფიქრი, რადგან მხოლოდ პრობლემებს და უსიამოვნებებს გადააწყდებით. კარგი პერიოდია ძველ მეგობრებსა და პარტნიორებთან ურთიერთობის აღსადგენად, ძველი საქმეების დასრულებისა და ძველი იდეების ახლებურად განსახორციელებლად.

პარტნიორული ურთიერთობა – კარგად დაფიქრდით, სანამ რაიმეს იტყვით, რადგან არაა გამორიცხული სწორედ ზედაპირულმა და გულუბრყვილოდ ნათქვამმა გამოიწვიოს კონფლიქტი.

პოზიტიური და ნეგატიური დღე – სასიკეთო დღეა შემოქმედებითი და ინტელექტუალური საქმიანობისთვის, კულინარიული ექსპერიმენტებისა და ახალი კერძების მოსამზადებლად, ვაჭრობისა და კომერციისთვის, ნაკლებად გაამართლებს ნიშნობა და ქორწინება, სამშენებლო და სარემონტო სამუშაოების დაწყება, ბინის შეცვლა და სესხის აღება.

ჯანმრთელობა – გაამდიდრეთ კვების რაციონი უცხიმო თევზით და ხორცით, ხილით და ციტრუსით. მოერიდეთ სიმძიმის აწევას, ფიზიკურ და გონებრივ დატვირთვას. გაუფრთხილდით დასუსტებულ კუჭს, ღვიძლს და გულ-სისხლძარღვოვან სისტემას.

დღის ფერები და მინერალები – წითელი, ყვითელი, მწვანე, ლურჯი, იისფერი და ვერცხლისფერი, ასევე მალაქიტი, ზურმუხტი, ბრილიანტი, ქარვა და სერდოლიკი გააძლიერებენ თქვენს ბუნებრივ შარმს, კოსმოსის დადებითი ენერგიების მოზიდვით კი, გაზრდიან წარმატების შანსებს.

ზოდიაქოს ნიშნები – იღბლიანი დღეა კირჩხიბისა და ქალწულისთვის. ნაკლებად გაუმართლებთ ლომს და მერწყულს.

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

🔵„რა უნდა ოპოზიციას, რას გვპირდება, რისი თავი აქვს ან რისი გამკეთებელია - პარდონ გულწრფელობისთვის“ - ინგა გრიგოლია 

🔵„მზის ერთი თვით ქალწულის ზოდიაქოს ნიშანში გადასვლა ამ თვისებებს გააძლიერებს“ - მიხეილ ცაგარელი

🔵„ცხვარიჭამიაში და თიანეთში გზებზე გადავსებულია ნაგვის ურნები და მერე უკვე გზებიც“ - კოტე იანტბელიძე