მზის ერთი თვით ქალწულის ზოდიაქოს ნიშანში გადასვლა ერთის მხრივ, მოთმინებას და ნებისყოფას, დისციპლინას და ორგანიზებულობას, პრაქტიკულობას და პრაგმატულობას, შრომისმოყვარეობასა და პასუხისმგებლობის გრძნობას, დეტალების მიმართ ინტერესს და წვრილმანების დანახვის უნარს, მეორეს მხრივ, კრიტიკულობას და ზედმეტ პირდაპირობას, ჯინს და სიჯიუტეს გააძლიერებს.
პარტნიორული ურთიერთობა – გამოიჩინეთ მეტი დიპლომატია. არაა გამორიცხული აღადგინოთ ძველი ურთიერთობა, თუმცა არ ღირს წყენის გახსენება და საქმის გარჩევა.
პოზიტიური და ნეგატიური დღე – სასიკეთო დღეა კულინარიული ექსპერიმენტებისა და ახალი კერძების მოსამზადებლად, იურიდიული კონსულტაციის მიღებისა და სასამართლო პროცესების დასაწყებად, მეგობრებსა და ოჯახის წევრებთან ურთიერთობის აღსადგენად, ანტიკვარული ნივთების და ცხოველების შესაძენად. ნაკლებად გაამართლებს ნიშნობა და ქორწინება, სამშენებლო და სარემონტო სამუშაოების დაწყება, ბინის შეცვლა და სესხის აღება.
ჯანმრთელობა – მოერიდეთ ფიზიკურ და გონებრივ გადატვირთვას, რადგან ორგანიზმს ძალიან გაუჭირდება დაკარგული ენერგიის აღდგენა. გაუფრთხილდით დასუსტებულ კუჭს, ღვიძლს და ნაღვლის ბუშტს.
დღის ფერები და მინერალები – თეთრი, მწვანე, ცისფერი, იისფერი და ვერცხლისფერი, ასევე მარგალიტი, ზურმუხტი, ოპალი, აქატი და მწვანე იასპი გააძლიერებენ თქვენს ბუნებრივ შარმს, კოსმოსის დადებითი ენერგიების მოზიდვით კი, გაზრდიან წარმატების შანსებს.
ზოდიაქოს ნიშნები – იღბლიანი დღეა კუროსა და მორიელისთვის. ნაკლებად გაუმართლებთ ტყუპებს და მშვილდოსანს.
ასევე დაგაინტერესებთ:
🔘„ნეაპოლში ძეგლი უნდა დაუდგან მათ, ვინც ეს ბიჭი „ნაპოლიში“ მოიყვანა“ - იტალიელი ჟურნალისტი