კრეატიული აზროვნების ტრენერი კოტე იანტბელიძე ფეისბუკის პირად გვერდზე ნაგვით სავსე ურნების ფოტოს აქვეყნებს და თიანეთის მუნიციპალიტეტის მერიას დასუფთავების სამსახურის აქტიური მუშაობისკენ მიუთითებს.
„თიანეთის მუნიციპალიტეტის მერია/City Hall of Tianeti Municipality ეს არის ანტისანიტარიაც და დიდი სირცხვილიც. ცხვარიჭამიაში და თიანეთში გზებზე გადავსებულია ნაგვის ურნები და მერე უკვე გზებიც. რამდენჯერაც ვიყავი, ასეა, შუა კვირაშიც და შაბათ-კვირაც. რა გახდა ნაგვის დროულად გატანა?
დილით სახლებიდან რომ გამოვალთ, მერეც ჩვენი სახლია, მთელი საქართველო ჩვენი სახლია და სახლს, რომელიც უყვართ, ასე არ ექცევიან“, - წერს კოტე იანტბელიძე.
აგრეთვე დაგაინტერესებთ:
🔵„მზის ერთი თვით ქალწულის ზოდიაქოს ნიშანში გადასვლა ამ თვისებებს გააძლიერებს“ - მიხეილ ცაგარელი