Digest Logo

„კარგი დღეა სურვილების ჩაფიქრებისთვის, დასასრული და ახალი საწყისის დასაწყისია“ - 2 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი

1727851061
ნინა სუსლოვა

„დღევანდელი დღის მმართველი პლანეტა მერკურია, გვაქვს მზის დაბნელება. ამ დღის გამოყენება შეგიძლიათ ძალიან კარგად იმისთვის, რომ დაასრულოთ საქმეები, რაც ადრე დაიწყეთ, გათავისუფლდეთ ყველაფერი იმისგან, რაც უკვე აღარ გჭირდებათ და დაიწყოთ ახალი ნაბიჯების გადადგმა. სურვილების ჩაფიქრება ან მზაობა სიახლეებისთვის, მოკლედ დასასრული და ახალი საწყისის დასაწყისია“, -  ამის შესახებ ასტროლოგმა და ეზოტერიკოსმა ნინა სუსლოვამ გადაცემაში „დილა მშვიდობისა საქართველო“ ისაუბრა.

♈ ვერძი

ცუდი დღე ნამდვილად არ გელოდებათ, შეგიძლიათ შეცვალოთ, გააფართოოთ თქვენი ხედვა, დაინახოთ რაღაც ახალი. კარგი იქნება თუ დღეს ნაყოფიერად გამოიყენებთ.

♉ კურო

დღე საკმაოდ ნაყოფიერი იქნება თუ იქნებით დინჯები, ეს არ გეშლებათ. განსაკუთრებით არ შეიძლება დაუფიქრებელი ნაბიჯების გადადგმა, იყავით უფრო სტაბილურები.

♊ ტყუპები 

სიახლე დღეს არ არის სასურველი, შეგიძლიათ დაგეგმოთ და შემდგომ იმოქმედოთ. დღეს არ დაიწყოთ რაღაც ახალი საქმე, რადგან ყველაფერი ძველი უნდა დაასრულოთ. 

♋ კირჩხიბი

შესაძლოა დღე ბურუსით იყოს მოცული, შეიქმნება სიტუაციები, რაში გარკვევაც გაგიჭირდებათ, ვერ გაიგებთ როგორ მოიქცეთ, სად არის სიმართლე და ტყუილი, ენდეთ საკუთარ ინტუიციას და ისე მიიღეთ გადაწყვეტილებები. დღე გაატარეთ მშვიდად.

♌ ლომი

დაასრულეთ საქმე, ხართ მრავალფუნქციური და ნებისმიერი მიმართულებაში შეგიძლიათ საქმის კეთება. რადიკალური ცვლილების მიღებისას კარგად დაფიქრდით, კარგია გარემოც ცვლილება, მაგრამ არა შორ გზაზე გამგზავრება, მანდ მეტი სიფრთხილე მოგეთხოვებათ. 

♍ ქალწული

თქვენთვის მნიშვნელოვანია კომუნიკაცია, ურთიერთობა, ნებისმიერი სახის ინფორმაცია, რომელსაც დღეს გაიგებთ, ყურადღება მიაქციეთ. 

♎ სასწორი

რთული დღე გელოდებათ, ეცადეთ თავიდან აირიდოთ უსიამოვნებები. სწორად შეაფასეთ საკუთარი თავი, შესაძლებლობები და ირგვლივ მყოფი ადამიანები.

♏ მორიელი

პირად სასიყვარულო ურთიერთობების მხრივ ძალიან კარგი დღე გაქვთ. გადახედეთ, მიიღეთ გადაწყვეტილებები, დაასრულეთ ან ნაბიჯები გადადგით.

მშვილდოსანი

კარგია ინფორმაციის მიღება, შეგიძლიათ დაესწროთ ლექციას, სემინარს. არ არის სასურველი თავად გასცეთ ინფორმაცია.

♑ თხის რქა

დადებითი დღე გელოდებათ. მთავარია თავიდან აირიდოთ გარკვეული უსიამოვნება, შემდეგ კი დღე წარმატებული გექნებათ. კარგი იქნება კონკრეტული ურთიერთობის გამოსასწორებლად. ელოდეთ მოულოდნელ ფინანსებს.

♒ მერწყული

შეინარჩუნეთ სიმშვიდე, სანამ ნაბიჯებს გადადგამთ 2-ჯერ დაფიქრდით. უაზროდ გეკარგებათ დრო, ამიტომ ეცადეთ თავი ხელში აიყვანოთ, დრო სწორად გადაანაწილოთ და მენეჯმენტი გააკეთოთ.

♓ თევზები

შესაძლოა ცოტა რთულად დაიწყოს დილა, მაგრამ არ იდარდოთ, მნიშვნელოვანია სწორი პრიორიტეტები გქონდეთ. გადაანაწილეთ, დაფიქრდით რა არის თქვენთვის მნიშვნელოვანი. 

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

🎥 „ვფიქრობ, ოჯახში კიდევ ერთი მუსიკოსი გვყავს“ - ბერა ივანიშვილი პატარა დადუსთან ერთად გადაღებულ კადრებს გვიზიარებს

„მომიყვა, რომ ასაკოვანი მეზობელი კაცი არასოდეს ესალმებოდა... დაკრძალვის მერე სახლში რომ დაბრუნდა, დახვდა სადარბაზოში და უთხრა...“ - რას წერს ნანუკა ჟორჟოლიანი

🎥 „ვცდილობ, წვლილი შევიტანო ბავშვების განვითარებაში, ჩვენს ქვეყანას სიმრავლე ძალიან სჭირდება“ - რას ამბობს ვარლამ ლიპარტელიანი შვილებთან ერთად