Digest Logo

„მომიყვა, რომ ასაკოვანი მეზობელი კაცი არასოდეს ესალმებოდა... დაკრძალვის მერე სახლში რომ დაბრუნდა, დახვდა სადარბაზოში და უთხრა...“ - რას წერს ნანუკა ჟორჟოლიანი

1727115656
ნანუკა ჟორჟოლიანი

მოდელი და მსახიობი, კესარია აბრამიძე  18 სექტემბერს, თბილისში, საკუთარ სახლში მოკლეს. 37 წლის ქალს 28 ჭრილობა აღენიშნებოდა.

კესარია აბრამიძის მკვლელობის ბრალდებით, მისი მეგობარი მამაკაცი ბექა ჯაიანი დააკავეს.

მოსამართლემ კესარია აბრამიძის მკვლელობაში ბრალდებულს წინასწარი, ორთვიანი პატიმრობა შეუფარდა.

დაკრძალვის შემდეგ, ჟურნალისტს ნანუკა ჟორჟოლიანს დაღუპულის ტრანსგენდერი მეგობარი ესაუბრა:

„პირად საუბარს ვყვები და ამიტომ ვმალავ ვინაობას, კესოს მეგობარმა (ტრანსგენდერმა) მომიყვა, რომ ასაკოვანი მეზობელი კაცი არასოდეს ესალმებოდა და ყოველთვის ღიად გამოხატავდა ნეგატიურ დამოკიდებულებას.

გუშინ, დაკრძალვის მერე სახლში რომ დაბრუნდა, ეს კაცი დახვდა სადარბაზოში და უთხრა, არ შეგეშინდეს, შენ თუ რამე მსგავსი დაგემუქრება, იცოდე აქ ვარო.

კესომ მართლა გაარღვია მგონი ეს ბნელი კედელი. სიკვდილითაც გაიმარჯვა ჰომოფობიაზე“, - წერს ნანუკა ჟორჟოლიანი.

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

🎥 „ვცდილობ, წვლილი შევიტანო ბავშვების განვითარებაში, ჩვენს ქვეყანას სიმრავლე ძალიან სჭირდება“ - რას ამბობს ვარლამ ლიპარტელიანი შვილებთან ერთად

„ვიცი, რომ სწორ ადამიანთან ხარ, რომელიც გულს არ გატკენს, შეირგე ცხოვრება ამ ვაჟკაც ბიჭთან ერთადო, თორაძის გვარი დაიბრუნე, ჯარჯი იმსახურებსო“ - რას წერს თათია შარანგია

„ლამაზი ცისო, მიყვარს“ - ცისანა სეფიაშვილი ახალციხის ციხეზე პოზირებს