ქართველი ძიუდოისტი ვარლამ ლიპარტელიანი და მისი რჩეული გიული ჭკუასელი მალე მეოთხე შვილის მშობლები გახდებიან.
წყვილი ბიჭს ელოდება.
ძიუდოისტი სამ ვაჟთან ერთად გადაცემის „გვიანი დილა“ სტუმარი იყო, სადაც მან ოჯახზე ისაუბრა.
„უმნიშვნელოვანესია ოჯახი ყველასთვის. ვცდილობ, წვლილი შევიტანო ბავშვების განვითარებაში, შეძლებისდაგვარად ვცდილობ, მეტი დრო დავუთმო მათ.
ამ ყველაფერს ძირითადად ჩემი მეუღლე აკეთებს და ვიტყოდი, ეს გმირობის ტოლფასია. სპორტიდან გამომდინარე ძირითადად შეკრებებზე მიწევს ყოფნა და მთელი დატვირთვა ჩემს მეუღლეზე მოდის.
ჩვენს ქვეყანას სიმრავლე ძალიან სჭირდება, ამაზე მაგარი არაფერი არ არის“, - ამბობს ვარლამ ლიპარტელიანი.
აგრეთვე დაგაინტერესებთ:
⭕„ლამაზი ცისო, მიყვარს“ - ცისანა სეფიაშვილი ახალციხის ციხეზე პოზირებს
⭕ქეთი მელუა 40 წლის გახდა - როგორ აღნიშნა დაბადების დღე მომღერალმა