Digest Logo

„კარგი დღეა ვარჯიშისა და ფიზიკური აქტივობისთვის“ - მიხეილ ცაგარელი

1670046936
ასტროლოგი

დღე მზისა და მთვარის ერთობლივი გავლენის ფონზე ჩაივლის. მზე აქტიური და ენერგიული, მუდამ პოზიტიურად განწყობილი მშვილდოსნის, მთვარე კი, მებრძოლი და შეუპოვარი ვერძის ზოდიაქოს ნიშანში იქნება, ამიტომ ადამიანებშიც სწორედ ეს თვისებები გაძლიერდება ყველაზე მეტად.

არ ღირს დაუფიქრებლად მოქმედება და სულსწრაფი გადაწყვეტილებების მიღება.

აკონტროლეთ ემოციები, მოერიდეთ კამათს და გარშემომყოფებთან საქმის გარჩევას.

პარტნიორული ურთიერთობა – გამოიჩინეთ მეტი ტაქტი და მოთმინება.

პოზიტიური და ნეგატიური დღე – სასიკეთო დღეა მგზავრობისა და მოგზაურობისთვის, ტანსაცმლის და ფეხსაცმლის, ავეჯის და საყოფაცხოვრებო ნივთების შესაძენად, ხელმძღვანელებთან ურთიერთობისა და საკუთარი პროექტების წარსადგენად. ნაკლებად გაამართლებს ნიშნობა და ქორწინება, ფინანსური ოპერაციები და მსხვილი კაპიტალის დაბანდება.

ჯანმრთელობა –  კარგი დღეა ვარჯიშისა და ფიზიკური აქტივობისთვის. გაამდიდრეთ კვების რაციონი ზღვის პროდუქტით და სასარგებლო წვენებით. თავი შეიკავეთ ალკოჰოლისა და ფსიქოტროპული პრეპარატების მიღებისგან. არ ღირს სტომატოლოგიური პროცედურების ჩატარება. გაუფრთხილდით დასუსტებულ თავს, გრძნობის ორგანოებს და სისხლძარღვოვან სისტემას.

დღის ფერები და მინერალები – წითელი, ყვითელი, ლურჯი, ცისფერი და ნარინჯისფერი, ასევე ლალი, იაგუნდი, ძოწი და წითელი იასპი გააძლიერებენ თქვენს ბუნებრივ შარმს, კოსმოსის დადებითი ენერგიების მოზიდვით კი, გაზრდიან წარმატების შანსებს.

ზოდიაქოს ნიშნები – იღბლიანი დღეა ლომისა და სასწორისთვის. ნაკლებად გაუმართლებთ კუროს და მორიელს

ასევე დაგაინტერესებთ

🎥 „მიშველეთ, რა ვქნა?! რა ხდება?” - ლელა წურწუმია სახალისო ვიდეოს ავრცელებს

🔵„მინდა პირადად მოვიხადო ბოდიში საჩუქრების კამპანიის კონცეფციის არასწორი არჩევანის გამო“ - დემნა გვასალიას საგანგებო მიმართვა

🎥 „ჩემი ნაძვის ხე“ - რა კადრებს აქვეყნებს პეტრე კოლხი

წყარო: www.fortuna.ge