Digest Logo

„მინდა პირადად მოვიხადო ბოდიში საჩუქრების კამპანიის კონცეფციის არასწორი არჩევანის გამო“ - დემნა გვასალიას საგანგებო მიმართვა

1670000494
დემნა გვასალია

Balenciaga-ს პე­დო­ფი­ლი­ა­სა და ბავ­შვთა პორ­ნოგ­რა­ფი­ის გავ­რცე­ლე­ბა­ში ადა­ნა­შა­უ­ლე­ბენ, რის გამოც დიზაინერ დემნა გვასალიას საგანგებო მიმართვის გავრცელება მოუწია, სადაც მან საზოგადოებას ბოდიში მოუხადა.

„მინდა პირადად მოვიხადო ბოდიში საჩუქრების კამპანიის კონცეფციის არასწორი არჩევანის გამო, რომელშიც ბავშვები მონაწილეობდნენ და ამაზე პირადად ვიღებ პასუხისმებლობას. ბავშვების მონაწილეობა იყო შეუფერებელი და ნაჩვენებ ნივთებს არაფერი აკავშირებს მათთან. რამდენადაც არ უნდა მომწონდეს ზოგჯერ პროვოკაციულ ნაბიჯებზე წასვლა, არასდროს მქონია განზრახვა შევხებოდი ისეთ საკითხს, როგორიც არის ბავშვებზე ძალადობა, რომელსაც ვგმობ. და წერტილი.

საჭიროა ამისგან მივიღო გაკვეთილი, მოვუსმინო და ჩავერთო ბავშვთა დაცვის ორგანიზაციების საქმიანობაში, რათა ვიცოდე, თუ როგორ შევიტანო ჩემი წვლილი და დავეხმარო მათ ამ საშინელი პრობლემის გადაჭრაში.

ბოდიშს ვუხდი ყველას, ვისაც ამ ფოტოებმა თავი შეურაცხყოფილად აგრძნობინა და Balenciaga გარანტიას იძლევა, რომ მიიღებს შესაბამის ზომებს, რათა თავიდან აირიდოს მსგავსი შეცდომები და ბრენდი ასევე იღებს ვალდებულებას, რომ დაიცვას ბავშვები ყველა შესაძლო გზით“, - წერს დემნა გვასალია.

 

🎥 „ჩემი ნაძვის ხე“ - რა კადრებს აქვეყნებს პეტრე კოლხი

🎥 „დედის გარდაცვალების შემდეგ 6 წელი გადაკარგული ვიყავი, არავინ არაფერი იცოდა ჩემზე” - რას ჰყვება გიული ჩოხელი

🔵„კიევში შემთხვევით შევხვდით, მამამისისგან ვიცოდი რომ იქ იყო, იბრძოდა!“ - რას წერს ალეკო ელისაშვილი ჯამბულათ ხოფერიაზე