ასტროლოგი ხათუნა ნოელი სოციალურ ქსელში ყოველდღიურ ასტროლოგიური პროგნოზს აქვეყნებს და საზოგადოებას რჩევებს უზიარებს.
ამჯერად მან ვიდეომიმართვა გაავრცელა, სადაც 8 ნოემბრის ასტროლოგიური მოვლენების შესახებ საუბრობს.
„რვა ნოემბერი მთვარის მერვე დღეა, ნიშანი იქნება მერწყული. უკურსო მთვარე იქნება 03:36 საათზე და დასრულდება 03:56 საათზე. ამ დროს დიდად მნიშვნელობა არ აქვს რადგან ყველას გვძინავს ამ დროს. პოზიტიური ასპექტი გვექნება მერკურთან დღის განმავლობაში, რაც იმას ნიშნავს რომ ინფორმაციულობის, გააზრების უნარი იმატებს. ძალიან კარგი დღეა ანალიზისა და ინფორმაციის შეგროვებისთვის. გექნებათ ბევრი კომუნიკაცია.
კარგი იქნება, ნებისმიერი ინტელექტუალური ინფორმაციის შესწავლა და მასზე მუშაობა, ასევე მნიშვნელოვანი წერილების გაგზავნა და საინტერესო საქმეების ათვისება. შეგიძლიათ ნებისმიერი დაზიანებული ტექნიკა შეაკეთოთ. ასევე კარგი დროა ბიზნესის წამოსაწყებად.
სახსრების ოპერაციებს ვერ გირჩევთ და არ უნდა ჩაერთოთ არანაირ მანიპულაციებში. ფიზიკური ვარჯიში ძალიან კარგ ზეგავლენას მოახდენს თქვენს ორგანიზმზე. მაკორექტირებელი ქვები დიდად საჭირო არ არის, თუმცა კარგი იქნება ლაზურიტი, ობსიდიანი და ცირკონი გამოიყენოთ“, - აღნიშნა ხათუნა ნოელმა.
ასევე დაგაინტერესებთ: