მიმდინარე კვირას ასტროლოგი მიხეილ ცაგარელი დადებითად აფასებს. დედამიწა პოზიტიურ ენერგოველშია, რაც პოზიტიურ ტენდენციებთან ასოცირდება.
ასტროლოგის თქმით, კარგი პერიოდია მოგზაურობის, მოლაპარაკებების და ხელშეკრულებების დადებისთვის.
გარდა ამისა, მიმდინარე კვირაში 3 გეომაგნიტური დღე გვაქვს, რა დროსაც განსაკუთრებით ხანდაზმულებმა წნევას ყურადღება უნდა მიაქციონ:
„მორიელის დროა, ამ ამბავს ვერ გავექცევით. კარგი კვირა გვაქვს, დედამიწა პოზიტიურ ენერგოველშია. მნიშვნელოვანი საქმე, მოლაპარაკებები, ხელშეკრულებები, მოგზაურობა, ყველაფერი ამ კვირაში მოასწარით, რადგან მომდევნო კვირა უფრო რთულია.
გვაქვს 3 გეომაგნიტური დღე: სამშაბათი, ოთხშაბათი და კვირა.
შესაძლებლობები გვაქვს ძალიან კარგი, დღეს და ხვალ კარგი დროა მავნე ჩვევებისგან გასათავისუფლებლად. ასევე კარგია რესტავრაცია, სოფლის მეურნეობასა და აგრონომიული საქმეებისთვის. თმის შეჭრა კარგია დღეს და ხვალ.
ოთხშაბათს და ხუთშაბათს ყური უგდეთ უფროსი თაობის მანდილოსნების სწორ რჩევებს, მათ შორის დედებს! ისინი უფრო პრაგმატულად აზროვნებენ, ვიდრე კაცები. დიდხანს ნუ იდგებით ფეხზე, ვენების გაგანიერების ტენდენციააა.
პარასკევი-შაბათი დაკავდით კულინარიით, ფოტოგრაფიით, ხელოვნებით, პოეზიით, ლიტერატურით.
პარასკევი საღამოდან არანაირი ნარკოტიკი, ფსიქოტროპული ნივთიერებები და ალკოჰოლი დიდი რაოდენობით.
პარასკევს, შაბათს და კვირას ახალი ფეხსაცმელი არ იყიდოთ, არ გამოგადგებათ და არ ჩაიცვათ ახალი ფეხსაცმელი.
შაბათ-კვირას ძლიერი იქნება ინტუიცია“, - ამბობს მიხეილ ცაგარელი.
ასევე დაგაინტერესებთ:
⭕27 ოქტომბერი იაკობ გოგებაშვილის დაბადების დღეა
🎥 სალომე გოგიაშვილმა თმის ფერი შეიცვალა - ტელეჟურნალისტის ემოციები