ივნისის მეორე ნახევარი და ოჯახური კარმა - აღნიშნულ თემაზე ასტროლოგმა რამაზ გიგაურმა სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა და საზოგადოებას რჩევები გაუზიარა.
„17 ივნისიდან მერკური და ვენერა გადაინაცვლებენ კირჩხიბის ზოდიაქოში, აქედან გამომდინარე, გაძლიერდება წყლის სტიქიის გავლენა. მით უმეტეს, რომ 21 ივნისიდან მათ დაემატება მზეც, რომელიც წინ წამოსწევს კირჩხიბისთვის დამახასიათებელ თვისებებს: რომანტიკულობას, ინტუიციურობას, მზრუნველობას, ერთგულებას, მგრძნობიარობას, გულისხმიერებას, ყურადღებიანობასა და სიფრთხილეს.
ბევრი რამ, რაც წარსულს უკავშირდება შეიძლება გაცნობიერდეს და გამოსწორდეს. იგივე ფსიქოთერაპიული სეანსი წარსულთან დაკავშირებთან, მისი ანალიზისთვის, შესაძლოა საკმაოდ შედეგიანი და სიკეთის მომტანი აღმოჩნდეს.
საერთოდ, ეს კარგი დროა ოჯახურ, გენეტიკურ ეგრეგორთან მუშაობისთვის - მშობლებთან ურთიერთობების მოწესრიგებისთვის, წინაპრების გახსენებისთვის და მათ სახელზე მოწყალების გაცემისთვის. ასევე ყველა იმ საკითხზე ზრუნვისთვის, რომელიც ოჯახურ ცხოვრებას და უძრავ ქონებას უკავშირდება (ბინის ყიდვა-გაყიდვა, გაქირავება-დაქირავება)“, - წერს რამაზ გიგაური.
აგრეთვე დაგაინტერესებთ:
🎥 თიკა ფაცაციას და გიგი დედალამაზიშვილის დუეტმა საზოგადოება აალაპარაკა - „იმღერე რამე“