Digest Logo

🎥 „კარგი იქნება ამ დღეს, რომ ვიყიდოთ ოქრო“ - როგორ მოვიზიდოთ ფული აგვისტოში? - რიტუალები ანზორ ოდიშარიასგან

1722004838
ანზორ ოდიშარი

ეზოტერიკოსი ანზორ ოდიშარია გადაცემაში „დილა მშვიდობისა საქართველო“ სტუმრად იმყოფებოდა, სადაც აგვისტოს ასტროლოგიურ პროგნოზზე ისაუბრა.

მისი თქმით, „აგვისტო წელს ძალიან უცნაური და საინტერესო თვე აღმოჩნდა“.

ამასთან ეზოტერიკოსი ამბობს, რომ ფინანსური კეთილდღეობისთვის 8 აგვისტო ჯადოსნური დღეა. 

„სამი რვიანი თუ გადავხედავთ წლევანდელი წლის თარიღს არის ასეთი. 2024-ი რომ შეკრიბო ერთი, მეორე აგვისტო მერვე თვეა ყველამ ვიცით და მესამე თავად თარიღი 8-იანი. სამი რვიანი ზოგადად დაუსრულებელი ციკლია, და სამჯერ უფრო ძლიერ რგოლს ქმნის. ამ დღეს მაქსიმალურად პოზიტიურები უნდა ვიყოთ.

რაც შეეხება სურვილებს - ავიღებთ ფურცელს, რომელსაც თავზე დავაწერთ სამ რვიანს და ვწერთ რვა ნებისმიერ სურვილს, რომელიც ერთი წლის განმავლობაში გვინდა აგვისრულდეს. მაგალითად: მე მზად ვარ რომ შევიძინო ახალი სახლი, მე მზად ვარ ახალი სამსახურისთვის და. ა.შ.

ძალიან ძლიერი დღე არის ლომებისთვის.

ნებისმიერი ლომის ფიგურა იქნება კარგი. ასევე კარგი იქნება ყველაფერი, რაც ოქროსფერია, რაც მზესთან კავშირშია იქნება ბარაქის მომტანი. ასევე კარგი იქნება თუ გვაქვს ამის შესაძლებლობა, რომ ვიყიდოთ ოქრო.

შეგვიძლია სახლის სხვა და სხვა კუთხეში განვათავსოთ მონეტები, სასურველია იყოს ოქროსფერია.

აგვისტო გვირჩევს დასვენებას და ფიქრს ახალ საქმეებზე. სასურველია, რომ შენაძენებისგან თავი შევიკავოთ. სექტემბერში ამის კარგი შესაძლებლობა გვექნება.

განსაკუთრებით მნიშვნელოვანია აგვისტო იმ კუთხით, რომ ძალიან დიდი შანსია ძველი კონტაქტები და ურთიერთობები. ასევე სასიყვარულო სფეროშიც, მაგრამ ეს არის გამოცდა. თუ ჩვენ გვინდა, რომ ეს ყველაფერი ცუდად არ დამთავრდეს თავშეკავება უნდა გამოვიჩინოთ“, - აღნიშნა ანზორ ოდიშარიამ.

ასევე დაგაინტერესებთ:

🎥 „ასე ვემსახურებით ამას...სამზარეულოდან მიგვყავს სასტუმროში“ - რა კადრებს აქვეყნებს გიორგი ჭინჭარაული?

🎥 „ნუ მოკლავ გველხოკერას, მით უმეტეს, თუ გველების გეშინია“ - რა სარგებლობა მოაქვს გველხოკერას?

„ასეთია ჩემი ზღაპრის გმირის ნაჩუქარი პირველი საოცრება, დიდი სიყვარულის სხივი „მამას ჟიფარი“ - ნათია ბანძელაძის ემოციური წერილი შვილს