მსახიობ გიორგი გოგიჩაიშვილის მეუღლემ ნათია ბანძელაძემ შვილს ნანუკა გოგიჩაიშვილს ემოციურ პოსტი მიუძღვნა.
მოდელი რამდენიმე დღის წინ იუბილარი იყო.
შეგახსენებთ, რომ ქართული საზოგადოებისთვის საყვარელ მოდელს ჰყავს ქმარი და ორი შვილი.
„ცხოვრება მშვენიერია როცა შენს ადამიანს გჩუქნის, მერე ის გაფრთიანებს და თავისუფალ ფრენაში გიშვებს.
ამასობაში კი აგროვებ საოცარი სიყვარულის ისტორიებს. ასეთია ჩემი ზღაპრის გმირის ნაჩუქარი პირველი საოცრება, დიდი სიყვარულის სხივი „მამას ჟიფარი“.
საკუთარი შვილების ქება წახალისების მიზნითაც კი ვერ ვისწავლე, ამიტომ მადლობას ვეტყვი ყველა წუთისთვის მე რომ მაბედნიერებს და დაუსრულებელ ბედნიერ ფრენას ვისურვებდი მასთან ერთად!
დანარჩენს ვფიქრობ თავად ახერხებს, ჩემი სიტყვების გარეშე: როგორია, ვინ არის, რა შეუძლია და რომ ნამდვილი გოგიჩაა!
მიყვარს „მამასჟიფარი“. ბედნიერი უნდა მყავდე, დე, შენს ნიკასთან, აივისთან, ავასთან და ჩვენთან ერთად!!! შენს მობრძანებას და შენს სხივს გაუმარჯოს ნანუკა, დე!!“, - წერს ნათია ბანძელაძე.
ასევე დაგაინტერესებთ:
⭕სვანეთში დაკარგული ახალგაზრდები იპოვეს - ისინი ცოცხლები არიან