Digest Logo

🎥 „კარგი იქნება, მოაწესრიგოთ ჯანმრთელობა და არეული ცხოვრება დაალაგოთ“ - მზე ქალწულის ნიშანშია, როგორ იმოქმედებს ეს მოვლენა ზოდიაქოს ნიშნებზე

1757658410
მიხეილ ცაგარელი

„1-ელი სექტემბრიდან - 20 სექტემბრამდე მზე ქალწულის ნიშანში გადავიდა, როგორ იმოქმედებს ეს მოვლენა ზოდიაქოს ნიშნებზე“, - ამის შესახებ ქვეყნის მთავარი ასტროლოგი მიხეილ ცაგარელი გადაცემაში „დილა მშვიდობისა საქართველო“ საუბრობს.

მისი თქმით ამ პერიოდში გაიფურჩქნება, საექიმო, საინჟინრო, ჟურნალისტიკის, პედაგოგის და მეცნიერების სფერო. 

„ამ პერიოდში კარგი იქნება, მოაწესრიგოთ ჯანმრთელობა, ასევე თქვენი არეული ცხოვრება დაალაგოთ და აზრები მოიყვანოთ წესრიგში.

ამ ზოდიაქოს ნიშანს აქვს დიდი პასუხისმგებლობის გრძნობა, რომელიც საჭირო არიან ბევრ სფეროში, თუმცა ქალწულები არიან ზედმეტად პირდაპირები, რაც ცუდია. ეცადეთ, არ გაიჩინოთ ფარული მტრები, არ ჩაეძიოთ წვრილმანს და მოერიდეთ სარკასტულ გამონათქვამებს“, - ამბობს მიხეილ ცაგარელი. 

რაც შეეხება ზოდიაქოს თითოეულ ნიშანს მათი პროგნოზი ასე გამოიყურება 👇

ვერძი

საუკეთესო დროა კოლეგებთან, ხელმძღვანელებთან ურთიერთობის დალაგებისთვის. შეიძლება, ჩამოაყალიბოთ ახალი პროექტები, ხოლო დაიწყება სჯობს 22 სექტემბრიდან. 22 რიცხვის შემდეგ თქვენ დაგეწყებათ ვარსკვლავური პერიოდი. 

კურო

სიყვარულის დროა პარტნიორული და სასიყვარულო ურთიერთობისთვის, რომანტიკული კავშირისთვის და შვილებთან ურთიერთობისთვის. შვილები გაგახარებენ მათი მიღწევებით, თქვენ კი გაქვთ არნახული იღბალი და ენერგია, გამოიყენეთ მაქსიმალურად. 

ტყუპი

თქვენთვის ეს პერიოდი კარგია ოჯახური და სახლის საქმეებისთვის. ასევე მნიშვნელოვანია, ახლობელთან ურთიერთობა, იყავით სამშობლოში. აქ გაქვთ წარმატების მიღწევის დიდი შანსი.

კირჩხიბი

თქვენ გიყვართ განმარტოება, მაგრამ ახლა ამის დროა არ არის, იმოძრავეთ მეტი და გაიცანით ადამიანები. შემეცნების პერიოდია, საოცარი დროა ურთიერთობისთვის. იმოგზაურეთ და არ გაჩერდეთ. სახლში ჯდომის დრო არაა.

ლომი

კარგი პერიოდია ფინანსური მდგომარეობის გასაუმჯობესებლად. შეიძლება, ისეთ პროექტებში ჩაერთოთ, საიდანაც მიიღებთ შემოსავალს, ასევე ძველი საქმეებიდან მიიღოთ შემოსავალი. კოსმოსი კი თქვენ ითხოვს სიფრთხილეს, არ იჩქაროთ და არ დაუშვათ შეცდომები.

ქალწული

ახლა თქვენ გაქვთ შარმი, გიზიდავთ თვალები, ხართ მიმზიდველები. ყველა კუთხით გაქვთ წარმატების მიღწევის შანსი. ვარსკვლავური დროა, აიღეთ საკუთარ თავზე ბევრი პასუხისმგებლობა. წარმატება არის თქვენ მხარეს, ამიტომ არ გაჩერდეთ.

სასწორი

როცა მზე გადის ქალწულის ზოდიაქოს ნიშანს იყავით მშვიდად, დაისვენეთ. ახლა გაქვთ იმუნიტეტი დაბალი, დაისვენეთ ამისთვის კარგი დროა. აკონტროლეთ რა ხდება თქვენ ზურგს უკან.

მორიელი

რეფორმების დროა, ახალი იმიჯი და სიახლეები შემოიტანეთ თქვენ ცხოვრებაში. მეტი კონტაქტი გქონდეთ ინტერნეტთან. იაზროვნეთ არასტანდარტულად, რათა იყოთ წარმატებულები.

მშვილდოსანი

საუკეთესო პერიოდია პროფესიული წინსვლისთვის და კარიერული განვითარებისთვის. ადვილად იღლებით და ღიზიანდებით ეცადეთ, არ აჰყვეთ პროვოკაციებს.

თხის რქა

თქვენ საუკეთესო დრო გაქვთ ქორწინებისთვის, ბიზნესს საქმიანი კუთხითაც. ენერგონტუსი მაღალია, ამიტომ იაქტიურეთ და მეტი იმოქმედეთ. თუ უცხოეთში ხართ, ფრთხილად იყავით, ბარგი არ დაგეკარგოთ.

მერწყული

არნახული გაძლიიერებულია ინტუიცია, ამიტომ იმოქმედეთ მასზე დაყრდნობით. ინტუიციის მეშვეობით გრძნობთ, როგორ აუაროთ პრობლმეას გვერდი და როგორ გადაწყვიტოთ დიპლომატიურად საქმეები. კარგი უნარი გაქვთ გადაწყვიტოთ რთული საკითხეები მარტივად. 

თევზები

ერთ-ერთი საუკეთესო პერიოდია, როგორც შემოქმედებითი კუთხით, პროფესიონალური კუთხითაც. გაქვთ კარგი ინტუიციაა და შეგიძლიათ, იმოქმედოთ მასზე დაყრდნობით. მთავარია 21 სექტემბერი გაიაროთ ფრთხილად, აქ არის მზის დაბნელება და მთავარია არ გქონდეთ შიშები.

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

⭕სალომე ღვინიაშვილის დახვეწილი ლუქი - „შარმიანი და ელეგანტური გოგო“

⭕როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში? - პროგნოზი ქალაქების მიხედვით