
12 სექტემბერს სინოპტიკოსები წვიმიან ამინდს ვარაუდობენ ქუთაისში - დღისით +27 და ღამით +17 გრადუსია მოსალოდნელი.
ოზურგეთში უნალექო ამინდია. დღისით +27 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +16.
ბათუმშიც მზიან ამინდს ვარაუდობენ, დღისით ჰაერი +28 გრადუსამდე გათბება, ხოლო ღამით +17 გრადუსი დაფიქსირდება.
ფოთში წვიმიან ამინდს ვარაუდობენ. დღისით +26 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +24 გრადუსია მოსალოდნელი.
წვიმაა ნავარაუდევი ზუგდიდში, სადაც დღისით ტემპერატურა +26, ღამით კი +17 გრადუსია ნავარაუდევი.
ნალექიანი დღეა სოხუმში. +23 გრადუსია მოსალოდნელი დღისით, ღამით +15 გრადუსი დაფიქსირდება.
მესტიაში ნალექიან ამინდს ვარაუდობენ, დღისით +20 გრადუსი იქნება, ღამით კი +8 გრადუსი დაფიქსირდება.
ამბროლაურშიც ნალექიანი დღეა, ჰაერი 27 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +14 გრადუსი დაფიქსირდება.
წვიმიანი ამინდია ჭიათურაში, დღისით +28 გრადუსი, ღამით კი +15 გრადუსი დაფიქსირდება.
ახალციხეში მზიანი დღეა. დღისით ჰაერი +26 გრადუსამდე გათბება, ღამით კი ტემპერატურა +8 გრადუსი იქნება.
ბორჯომში მზიანი ამინდია, +26 იქნება დღისით, ღამით კი +11 გრადუსი დაფიქსირდება.
მზიანი ამინდია მოსალოდნელი ბაკურიანშიც, დღისით +26 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით +4 გრადუსი დაფიქსირდება.
გორში იწვიმებს. დღისით +26 გრადუსი, ღამის განმავლობაში კი +12 გრადუსი დაფიქსირდება.
ნალექიანი დღეა ცხინვალშიც, ჰაერის ტემპერატურა +24 გრადუსი იქნება, ღამით კი +11 გრადუსი დაფიქსირდება.
გუდაურში წვიმიანი ამინდია მოსალოდნელი. დღის განმავლობაში +17 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი ჰაერის ტემპერატურა +4 გრადუსი იქნება.
ომალოში დღისით +19, ღამით კი +5 გრადუსი დაფიქსირდება. იწვიმებს.
ლაგოდეხშიც იწვიმებს. ჰაერის ტემპერატურა დღის განმავლობაში +27 გრადუსი იქნება, ღამით კი +15 გრადუსი დაფიქსირდება.
ნალექიანი დღე იქნება თელავშიც, +26 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +13 გრადუსია ნავარაუდევი.
წვიმიან ამინდს ვარაუდობენ გურჯაანშიც. დღისით +27 გრადუსი, ღამით კი +13 გრადუსი დაფიქსირდება.
სიღნაღში წვიმაა მოსალოდნელი, დღისით +27 გრადუსი იქნება, ღამით +13 გრადუსი დაფიქსირდება.
რუსთავში დღისით +27 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი +15 გრადუსი დაფიქსირდება. იწვიმებს.
თბილისში წვიმიან ამინდს პროგნოზირებენ. ჰაერის ტემპერატურა დღისით +26 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი +15 გრადუსი იქნება.
⭕ ასევე დაგაინტერესებთ: