Digest Logo

🎥 „კარგი იქნება შეიძინოთ ახალი ბინა, ან დაიწყოთ მშენებლობა“ - 7 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი ნინა სუსლოვასგან

7 თებერვალი 6:08
 ნინა სუსლოვა

„დღევანდელი დღის მმართველი პლანეტა ვენერაა, კარგია ეს დღე ოჯახთან ერთად გაატაროთ. კარგი იქნება დღეს დაიწყოთ მშენებლობა, ან შეიძინოთ ახალი ბინა“, - ამის შესახებ ასტროლოგმა ნინა სუსლოვამ გადაცემაში „დილა მშვიდობისა საქართველო“ ისაუბრა. 

რაც შეეხება ზოდიაქოს ნიშნებს, მათი 7 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი ასეთია:

ვერძი - აქტიური დღე იქნება, კარგი იქნება იაქტიუროთ. მეტი ყურადღება მიაქციეთ დეტალებს და იყავით ორგანიზებულები.

კურო - ეცადეთ იყოთ დაკვირვებულები, რადგან არ გამოგეპაროთ რამე და დეტალებს მიაქციოთ ყურადღება.

ტყუპები - მნიშვნელოვანი დღეა ახალი ნაბიჯების გადასადგმელად, შეგიძლიათ შეიძინოთ ბინა, ან ნივთი რომელიც თქვენთვის წარმატების მომტანი იქნება. 

კირჩხიბი - ქაოსური დღე იქნება, კარგი იქნება თუ შეძლებთ დააბალანსოთ კარიერა და ურთიერთობა.

ლომი - შესაძლოა მიიღოთ ახალი შესაძლებლობები, რომელიც საინტერესო მოგეჩვენებათ, თუმცა კარგად დაფიქრდით და ისე მიიღეთ გადაწყვეტილება.

ქალწული - გაიცნობთ ახალ ადამიანებს და შეიძენთ მეგობრებს, არ დაგეგმოთ მნიშვნელოვანი საქმეები დღეს. 

სასწორი - დილა შეიძლება ქაოსურად დაიწყოს, მაგრამ დასტაბილურდება შემდეგ. უმჯობესია მიჰყვეთ დღევანდელი დღის დინებას და ყველაფერი თავისთავად დალაგდება.

მორიელი - იყავით მაქსიმალურად ყურადღებით ინფორმაციის მიმართ, შეიძლება ბევრი ახალი რამ გაიგოთ და ფარდა აეხადოს ბევრ დახურულ ინფორმაციას.

მშვილდოსანი - შეეცადეთ იზრუნოთ ფინანსურ სტაბილურობაზე, კარგად  გათვალეთ ხარჯები და არ შეიძინოთ არასაჭირო ნივთები.

თხის რქა - აქტიური დღე იქნება და მარტივად მოახერხებთ ბევრი საქმის ერთდროულად შესრულებას.

მერწყული - დღეს სასურველია დაისვენოთ და აღიდგინოთ ენერგიები. 

თევზები - შეეცადეთ იყოთ აქტიურები, თუ რამის მოქმედება გსურთ გადადგით ნაბიჯები და გაუზიარეთ თქვენი გეგმები მეგობრებს, ისინი დაგეხმარებიან.

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

⭕„წარმოდგენა არ მაქვს როგორი ბედისწერით დავიბადე, მაგრამ ნამდვილად ვიცი, რომ არსებობდა ის ერთი ვისაც ჩემი ცხოვრების შეცვლა შეეძლო, თუნდაც ერთი გაღიმებით“ - „იმედის კვირის“ ოპერატორის გარდაცვალებიდან 1 წელი გავიდა

⭕როგორი ამინდი იქნება დღეს საქართველოში - პროგნოზი ქალაქების მიხედვით