
ასტროლოგი და ეზოტერიკოსი ნინა სუსლოვა გადაცემაში „დღის პოსტი“ იმყოფებოდა სტუმრად, სადაც ოქტომბრის ენერგეტიკაზე, სასწორის ზოდიაქოს გავლენასა და დღეღამტოლობის მნიშვნელობაზე საუბრობს.
„დასრულდა დაბნელებების დერეფანი და ამავდროულად არის დღეღამტოლობა. ძალიან მნიშვნელოვანია, ამ დღეს შევინარჩუნოთ სიმშვიდე, ვიფიქროთ იმაზე, რაც გვინდა, რომ მოვიზიდოთ ცხოვრებაში. განვეწყოთ დადებითი ემოციებით. შეგვიძლია, საფუძველი ჩავუყაროთ ჩვენს გეგმებს და მომდევნო დღეებში გადავდგათ ნაბიჯები. კარგია სურვილების ჩაფიქრება, თუმცა არსებითი მნიშვნელობა არ აქვს, ვიფიქრებთ თუ დავწერთ“,– აღნიშნა ასტროლოგმა ნინა სუსლოვამ.
როგორია ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის?
♈ ვერძი
საკმაოდ საინტერესო და აქტიური თვე იქნება, თუმცა ყველაფერი თქვენზეა დამოკიდებული, როგორ გამოიყენებთ ამ პერიოდს. განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიაქციოთ სიტყვებსა და ქმედებებს. იყავით დიპლომატიური.
♉ კურო
ძალიან კარგი იქნება, თუ თვეს ოჯახში გაატარებთ. მოსალოდნელია პრიორიტეტების გადაფასება და აქტიურობა ყველა სფეროში. მთავარია, სწორად დააბალანსოთ ენერგია.
♊ ტყუპები
შესაძლოა, გაგიჩნდეთ განცდა, რომ სათანადოდ არ გაფასებენ. სურვილები აგისრულდებათ ისე, როგორც გინდათ. მეტი სითამამე და თავისუფლება დაგეხმარებათ.
♋ კირჩხიბი
შესანიშნავი დროა დაპირებების შესასრულებლად. კარგი იქნება, მეტი დრო დაუთმოთ ოჯახს და სიმყუდროვეზე მოახდინოთ კონცენტრირება.
♌ ლომი
შესაძლოა, შეგხვდეთ უსიამოვნო და არეული სიტუაციები. გმართებთ წინდახედულობა და სიმშვიდე. ეცადეთ, სწრაფად დააბალანსოთ მდგომარეობა.
♍ ქალწული
იფიქრეთ საკუთარ თავზე და კეთილდღეობაზე. მოერიდეთ ზედმეტ პასუხისმგებლობას. იზრუნეთ საკუთარ თავზე. შესაძლოა, პარტნიორულ ურთიერთობებშიც სიახლეები გაჩნდეს.
♎ სასწორი
თქვენი პერიოდია და ეს დრო ცუდად ვერ ჩაითვლება. აქტიური და ნაყოფიერი ეტაპია. ახალს სჭირდება ძველის გაშვება, იზრუნეთ საკუთარ თავზე.
♏ მორიელი
ცოტა ქაოსური დროა. ფრთხილად იყავით გადაწყვეტილებების მიღებისას, განსაკუთრებით დოკუმენტებთან. მეტი სიფრთხილე და დროებითი განმარტოება სასიკეთო იქნება.
♐ მშვილდოსანი
ცოტა მოსაწყენი პერიოდი გელით, ზედმეტი აქტიურობის ფონზე რუტინა დაგღლით. თუმცა, საერთო ჯამში, წარმატებული თვეა.
♑ თხის რქა
დაგჭირდებათ ადაპტაციის კარგი უნარი, რათა სწორად შეაფასოთ მიმდინარე პროცესები. დაუთმეთ დრო კარიერას. სასიკეთო იქნება შემოქმედებითი საქმიანობა.
♒ მერწყული
აქტიური თვეა. მნიშვნელოვანი იქნება, სწორად მიმართოთ თქვენი ენერგია. გადადგით ახალი ნაბიჯები და არ შეგეშინდეთ რისკის.
♓ თევზები
ცოტა არეული და ემოციური პერიოდია. ეცადეთ, ყველაფერს რაციონალურად შეხედოთ. პასუხებს ამ თვის ბოლომდე აუცილებლად მიიღებთ.
ასევე დაგაინტერესებთ:
⭕ქართველი ახალგაზრდა, ნიკოლოზ ციმაკურიძე Google-ის გუნდს შეუერთდა