
წონის კლების ექსპერტი სანდრო ჯიბლაძე სოციალურ ქსელში ვიდეომიმართვას ავრცელებს, სადაც საზოგადოებას სახის კანის სიგლუვისთვის მარტივ რეცეპტს უზიარებს.
თუ გსურთ პატარა ბავშვივით სუფთა კანი გქონდეთ, მაშინ ახლავე შეიძინეთ თაფლი, ლიმონი და ზეითუნის ზეთი:
„გინდა პატარა ბავშვივით სუფთა და გლუვი კანი გქონდეს?
მაშინ ეს მარტივი რეცეპტი შენთვისაა. არ არის ბევრ სირთულესთან დაკავშირებული. შეგიძლიათ, სახლის პირობებში გააკეთოთ და იმაზე კარგი ეფექტი მიიღოთ, ვიდრე ძვირადღირებული კოსმეტიკური საშუალებები გპირდებათ.
აიღეთ ერთი სუფრის კოვზი თაფლი (ნეიტრალური ფერის), აიღეთ ლიმონი და ნახევარი გაწურეთ, აურიეთ ერთმანეთში და ამას დაუმატეთ ერთი ჩაის კოვზი ზეითუნის ზეთი (ხარისხიანი).
აურიეთ ერთმანეთში, წაისვით მთლიან სახეზე და გაიჩერეთ 15 წუთის განმავლობაში. ამის შემდეგ თბილი წყლით ჩამოიბანეთ“, - ამბობს სანდრო ჯიბლაძე.
ასევე დაგაინტერესებთ:
⭕ქართველი ახალგაზრდა, ნიკოლოზ ციმაკურიძე Google-ის გუნდს შეუერთდა
🎥 „გაიცანით ელვისი...“ - ნუკი კოშკელიშვილი საკუთარი იმიჯით გამომწერების გაოცებას კვლავ განაგრძობს