
ქართველი ახალგაზრდა, ნიკოლოზ ციმაკურიძე Google-ის გუნდს შეუერთდა. სასიხარულო ინფორმაციას სოციალურ ქსელში „თავისუფალი უნივერსიტეტი“ ავრცელებს.
როგორც პოსტში ვკითხულობთ, კომპიუტერული მეცნიერებისა და მათემატიკის პროგრამის კურსდამთავრებული Software Engineer-ის პოზიციაზე Android Automotive-ის მიმართულებით იმუშავებს:
„კომპიუტერული მეცნიერებისა და მათემატიკის პროგრამის კურსდამთავრებული ნიკოლოზ ციმაკურიძე Google-ის გუნდს შეუერთდა Software Engineer-ის პოზიციაზე, Android Automotive-ის მიმართულებით.
ნიკოლოზი ამ პოზიციაზე იმუშავებს იმ პლატფორმებისა და სერვისების განვითარებაზე, რომლებიც Google-ის ეკოსისტემას ავტომობილებში ნერგავს.
მისი ყოველდღიური საქმიანობა მოიცავს ისეთ გამოწვევებს, როგორიცაა:
- ე.წ ხიდის გადება მანქანის სენსორებსა და Android-ის სისტემას შორის.
- ფუნქციებით მდიდარი და უსაფრთხო გამოცდილების შექმნა მძღოლისთვის, რომელიც მართვის დროს ყურადღებას არ გაუფანტავს.
- Google-ის ხელოვნური ინტელექტის ტექნოლოგიების მომავლის განსაზღვრა ავტომობილებისთვის“, - წერია გავრცელებულ ინფორმაციაში.
ასევე დაგაინტერესებთ:
🎥 „გაიცანით ელვისი...“ - ნუკი კოშკელიშვილი საკუთარი იმიჯით გამომწერების გაოცებას კვლავ განაგრძობს