„კვირა 2 ნაწილად შეგვიძლია გავყოთ - ხუთშაბათამდე კარგი დღეებია პოზიტიური ცვლილებებისთვის და გამოიყენეთ ეს 3 დღე მოლაპარაკებისთვის, მოგზაურობისთვის.
ხუთშაბათს კი გვაქვს ახალმთვარეობა ტყუპების ზოდიაქოს ნიშანში. დედამიწა გადადის უარყოფით ენერგოველში, მოიმატებს ტყუილების ალბათობა და დაპირებები, რომელიც არ შესრულდება“, - ამის შესახებ მიხეილ ცაგარელი „იმედის დილის“ ეთერში საუბრობს.
მისი თქმით, მერკური გონების და ინტელექტის მმართველი პლანეტა გადადის ტყუპების ნიშანში, სადაც იქნება 17 ივნისამდე.
„ამ პერიოდში ადამიანებში მოიმატებს გონებამახვილობა, უცხო ენის ასათვისებლად, სწავლისთვის ერთ-ერთი საუკეთესო პერიოდია, მაგრამ ეს ყველაფერი გვაძლევს სულსწრაფობას და იყავით ფრთხილად“, - ამბობს ასტროლოგი.
გეომაგნიტური დღეებია - ორშაბათი, ოთხშაბათი, ხუთშაბათი და შაბათი.
„თუ თავის ტკივილები გქონდათ, აუცილებლად აკონტროლეთ წნევა“, - გვირჩევს ასტროლოგი.
♈ ვერძი
მთლიანობაშ კარგი პერიოდია, ენერგია მატულობს და წარმატებული პერიოდი გაქვთ, მაგრამ სიფრთხილე გამოიჩინეთ ხუთშაბათს, არ დაიწყოთ ახალი საქმე.
♉ კურო
კვირის პირველი ნახევარი კარგია, ძველი საქმეებიდან შეიძლება მიიღოთ მატერიალური დივიდენდები. თუ ხართ ჩართული სავაჭრო ბიზნესში 6 ივნისამდე კარგი პერიოდი გაქვთ, ხოლო კვირის მეორე ნახევარში მეტი სიფრთხილე გამოიჩინეთ.
♊ ტყუპები
თქვენ ახლა გაჩერების უფლება არ გაქვთ, შეაწუხეთ ხალხი და ჩაერთეთ ახალ პროექტებში, თუმცა სიფრთხილე გამოიჩინეთ ხუთშაბათ დღეს.
♋ კირჩხიბი
თქვენ ახლა გაქვთ რთული პერიოდი, ენერგოტონუსი თქვენი ეცემა და ეცადეთ ხუთშაბათამდე მოასწროთ მნიშვნელოვანი საქმეები, რადგან ახალმთვარეობის დროს თქვენში გაღიზიანება მატულობს და ცუდად მოქმედებს თქვენ გუნება განწყობაზე.
♌ ლომი
ხართ აქტიური, ინიციატორი და როგორც ლიდერი კარგი ხართ და გამოგდით ბევრი რამ და გეხმარებით წარმატებული ქალბატონები, თუმცა ყურადღებით იყავით ხუთშაბათ დღესთან და გამოიჩინეთ სიფრთხილე.
♍ ქალწული
საუკეთესო დროა პროფესიონალური წინსვლისთვის და წარმატებისთვის, ეცადეთ უფროსებთან და კოლეგებთან გქონდეთ კარგი კომუნიკაცია, თუმცა ერიდეთ ხუთშაბათ დღეს.
♎ სასწორი
კრეალტიული, ეფექტური და შემოქმედია გამოგდით ბევრი რამ. მატერიალური კუთხით გაქვთ კარგი პერიოდი, და როგორც ლიდერი და ხელმძღვანელი იქნებით წარმატებული.
♏ მორიელი
თუ ბიზნესს სფეროში ხართ ჩართული, კარგი ერთობლივი საქმის კეთება თქვენ პარტნიორებთან ერთად, თუმცა უკეთესია ეს ყველაფერი კვირის პირველ ნახევარში გააკეთოთ. კვირის მეორე ნახევარში აკონტროლეთ თქვენი სიტყვები და ემოციები.
♐ მშვილდოსანი
ხართ კრეატიული, გემატებათ ენერგია ხდებით გონებამახვილი და თქვენში მატულობს კრეატიულობა. პერიოდი კარგია ასევე შემოქმედებითი მუშაობისთვის, ქორწინებისთვის და რომანტიკული ურთიერთობებისთვის. შესაძლებელი წარმატებისა ყველა დონეზე გაქვთ მაღალი.
♑ თხის რქა
კვირის პირველი ნახევარი ყოველმხრივ კარგი გაქვთ, დასალაგებელი გაქვთ გონება, საქმეები, სახლი თუ სხვა რამ ამისთვის საუკეთესო პერიოდია.
♒ მერწყული
ერთ-ერთი საუკეთესო პერიოდია, მატულობს შარმი და მიზიდულობა. სწორედ ახალ შეგიძლიათ წარმოაჩინოთ საკუთარი თავი, პერიოდი კარგია ასევე ლატარიაში მონაწილეობისთვის. შეგიძლიათ იმოქმედოთ თავისუფლად და ხუთშაბათი დღის გარდა თქვენი ყველა იდეა განახორციელოთ.
♓ თევზები
პირველი ნახევარი მაქსიმალურად გამოიყენეთ, ხუთშაბათიდან კი შეამცირეთ თქვენი აქტიურობა.
კვირა კარგია სახლის მოსაწყობად, ახალი ავეჯის საყიდლად და ინტერიერის შესაცვლელად. მიმდინარე კვირაში ნათესავებთან ურთიერთობა უმჯობესდება, გაქვთ მაღალი ინტუიცია და გამოიყენეთ ეს კვირა, რადგან შემდეგი კვირა უფრო რთული გაქვთ.
⭕ აგრეთვე დაგაინტერესებთ: