რას უნდა ველოდოთ 3 ივნისს?
რომელი ზოდიაქოს ნიშანი უნდა იყოს მზად სირთულეებისთვის და ვის გაუმართლებს რომანტიკულ ურთიერთობებში? - ამის შესახებ ასტროლოგი ნინა სუსლოვა გადაცემა „დილა მშვიდობისა საქართველოს“ ეთერში საუბრობს.
„3 ივნისის მფარველი პლანეტაა მთვარე, თუმცა დღევანდელი დღე რთული იქნება, ეცადეთ თავიდან აირიდოთ კამათი, უსიამოვნებები“,- აღნიშნავს ასტროლოგი.
ვერძი - რა საქმეც არ უნდა გქონდეთ დაგეგმილი, გქონდეთ მხოლოდ საკუთარი თავის იმედი და გააკეთეთ ის, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ნუ მიაქცევთ ყურადღებას სხვა ადამიანის მითითებებს და შენიშვნებს.
კურო - მეტად ჰარმონიული დღეა თქვენთვის, კარგია ამ დღის გამოიყენებს ურთიერთობებისთვის, ის ინფორმაცია, რასაც დღეს მიიღებთ, მომავალში დადებითი ცვლილებებისთვის გამოგადგებათ. გააკეთეთ ნებისმიერი საქმე, ნებისმიერი მიმართულებით.
ტყუპები - ეცადეთ, რომ დღის პირველ ნახევარში ნაკლები ურთიერთობა გქონდეთ ახალგაცნობილ ადამიანებთან, რადგან შესაძლოა ისეთი ინფორმაცია გათქვათ, ან მიიღოთ, რაც თქვენთვის უსიამოვნო იქნება.
კირჩხიბი - კარგი დღეა ურთიერთობებისთვის, შესაძლოა ახალი რომანტიკული ურთიერთობა დაიწყოთ, ან ახალი ნაცნობები შეიძინოთ.
ლომი - ეს დღე საკმაოდ ნაყოფიერი იქნება. ბევრი საინტერესო საქმე და იდეა გამოგიჩნდებათ. ეცადეთ, რომ ამ დღის პოზიტიური მხარე, თქვენს სასიკეთოდ გამოიყენოთ.
ქალწული - საინტერესო დღე იქნება, შეიძლება ახალი რაღაცები სცადოთ, შეგიძლიათ გარისკოთ. გამოიყენეთ იმპროვიზაცია.
სასწორი - კარგი იქნება, თუ ამ დღეს განსატვირთად გამოიყენებთ, შეიძლება დაუშვათ შეცდომები, გადადეთ საქმეები თუ ამის შესაძლებლობა გექნებათ.
მორიელი - დღის პირველი ნახევარი შეიძლება დაძაბული და კონფლიქტური იყოს, თუმცა დღის მეორე ნახევარში სიტუაცია პოზიტიურად შეიცვლება. შესაძლოა, ახალი რომანტიკული ურთიერთობა დაიწყოთ.
მშვილდოსანი - დღეს, შეიძლება ადამიანებთან საერთო ენის გამონახვა გაგიჭირდეთ. არ აჰყვეთ წინააღმდეგობებს, მიჰყევით დღის დინებას, ყველაფერი თავისით დალაგდება.
თხის რქა - დღეს შესაძლოა ახალი ნაცნობები გაიჩინოთ, კარგი დღეა შენაძენებისთვის. შეგიძლიათ, რომ დღის მეორე ნახევარი ენერგიის აღსადგენად გამოიყენოთ.
მერწყული - შეიძლება ბევრი ახალი ამბავი გაიგოთ, სიახლე მოხდეს თქვენს ცხოვრებაში. მიაქციეთ ყურადღება დღევანდელი დღის მოვლენებს.
თევზები - დღეს, შესაძლებლობა გაქვთ, რეალობად აქციოთ თქვენი სურვილები. ის, რაც დაგეგმილი გქონდათ და გინდოდათ, რომ მომხდარიყო. შეგიძლიათ, დაიწყოთ ახალი საქმე.
⭕აგრეთვე დაგაინტერესებთ:
ის გარდა, სულსაც სჭირდება...“ - რას წერს გია მურღულია
⭕„ტემპერატურა +35 გრადუსამდე მოიმატებს“ - რა ამინდს პროგნოზირებს მეტეოროლოგი კობა ფარტენაძე?
⭕„4 წელი ებრძოდა ამ საშინელ სენს და მაინც ვერ მოერია“ - თაკო საზინა სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს