
ჟურნალისტი თაკო მელიქიშვილი, რომელიც ბოლო პერიოდში ასტროლოგიით დაინტერესდა და შესაბამისი განათლებაც მიიღო ამ კუთხით, სოციალურ ქსელში ასტროლოგიურ თემებზე ხშირად აქვეყნებს პოსტებს თუ ვიდეოებს და საზოგადოებას რჩევებს უზიარებს.
ამჯერად თაკო მელიქიშვილი სოციალურ ქსელში მორიგ ვიდეოს აქვეყნებს, სადაც კაცების იმ კატეგორიას ასახელებს, რომლებსაც დაქორწინება უჭირთ:
„კაცი, რომელიც არასდროს იქორწინებს თქვენზე, ყოველ შემთხვევაში ძალიან დიდი დრო დასჭირდება ამ გადაწყვეტილების მისაღებად.
დაბადების თარიღში, როცა კაცს აქვს ბევრი ერთიანი, არის თავისუფლების მოყვარული, არ უყვარს კონტროლი.
ასევე გამოვარჩევთ 5 რიცხვს, მათაც უსაზღვროდ უყვართ თავისუფლება, არ მისცემენ სხვა ადამიანებს უფლებას, შეზღუდონ“, - ამბობს თაკო მელიქიშვილი.
ასევე დაგაინტერესებთ:
🎥 თაკო საზინა შვილთან ერთად გადაღებულ უსაყვარლეს კადრებს გვიზიარებს - „როგორი ტკბილია“