Digest Logo

„უკვე ნახევარი მილიონი ვართ, მადლობა თითოეულ თქვენგანს... ძალიან მაგარ და საინტერესო ვიდეოებს არ მოგაკლებთ, გპირდებით“ - სოსო ნებიერიძე

1752849947
სოსო ნებიერიძე

ქართველი ბლოგერი, ვლოგერი და მოგზაური სოსო ნებიერიძე ერთ-ერთი ის მოგზაურია, რომლის ვიდეოები საინტერესო და გასართობთან ერთად, შემეცნებითი ხასიათისაა.

სოსო ნებიერიძეს დღეის მდგომარეობით, მოვლილი აქვს მსოფლიოს 73 ქვეყანა 🌍

მისი საბოლოო მიზანი კი მსოფლიოს ყველა ქვეყნის მონახულებაა, მოგზაურს Youtube-ზე 352 ათასი გამომწერი ჰყავს, მის ვიდეოებს კი ნახევარ მილიონამდე ნახვა აქვს ხოლმე.

სოსომ გუშინ, 17 ივლისს დაწერა, რომ მისი ინსტაგრამ გვერდი მოულოდნელად გაქრა, სამაგიეროდ მას ფეისბუკზე უკვე 500K-ზე მეტი გამომწერი ჰყავს:

„სანამ ჩემი ინსტაგრამი ისევ გამქრალია, მინდა აქ, ჩემს ფბ გამომწერებს გადაგიხადოთ მადლობა, რომ უკვე ნახევარი მილიონი ვართ.

არაფერია ამაზე დიდი მოტივაცია, როცა ამდენი ადამიანი გადევნებს თვალს და გგულშემატკივრობს.  
მადლობა თითოეულ თქვენგანს.

ძალიან მაგარ და საინტერესო ვიდეოებს არ მოგაკლებთ, გპირდებით“, - წერს სოსო ნებიერიძე. 

 ასევე დაგაინტერესებთ:

„ღობის ძირში მწოლიარე გავიცანით, მშიერი, მოსაწესრიგებელი, ჯანმრთელობის პრობლემით, არ გვესაუბრებოდა“ - „დედების ფონი“ სასიხარულო ინფორმაციას ავრცელებს

„ყოველთვის შთამბეჭდავად გამოიყურები“ - ნახეთ მარიამ სანოგოს ახალი ფოტოები

რას „გვატყობინებენ“ საკუთარი ბედისწერის შესახებ სხეულზე გაბნეული ხალები და რომელია მათგან „ზეციური“ ნიშანი