მიმდინარე კვირის (16-22 მარტი) ასტროლოგიურ პროგნოზზე გადაცემაში „იმედის დილა“ ქვეყნის მთავარმა ასტროლოგმა მიხეილ ცაგარელმა ისაუბრა და აღნიშნა, რომ მარტის ყველაზე რთულ დღეებს გავდივართ.
კვირა დახუნძლულია ისეთი ასტროლოგიური მოვლენებით, როგორიცაა სელენას ქალწულის ზოდიაქოს ნიშანში გადასვლა, სტელიუმი (გვერდიგვერდ ხვდებიან ერთმანეთს სატურნი, ნეპტუნი, მზე და მთვარე), ახალმთვარეობა, თევზების ზოდიაქოს ნიშანში, მზის ვერძის ნიშანში გადასვლა, დღეღამტოლობა და მერკურის დირექტიული მოძრაობის დაწყება.
ასტროლოგი გვირჩევს, არ დავგეგმოთ ახალი, მნიშვნელოვანი საქმეები, არ ავყვეთ პროვოკაციას და შევინარჩუნოთ სიმშვიდე:
„წითელი ფერით ვხვდებით ვერძის პერიოდის დაწყებას, ეს თქვენი ფერია. ეს კვირა დახუნძლულია მოვლენებით. დედამიწა 21 რიცხვამდე უარყოფით ენერგოველშია. მარტის პერიოდში ყველაზე რთული რამდენიმე დღე გვაქვს. ყველას ექნება გარკვეული წინაღობები.
დღეს, 16 მარტს სელენა (თეთრი მთვარე) 7 თვით გადაინაცვლებს ქალწულში, ეს ნიშნავს, რომ ქალწულებს გამართლება ექნებათ უფრო მეტი, ასევე მიწის ყველა ნიშანს. სელენა ყველა ნიშნისგან მოითხოვს ორგანიზებულობას, შეუპოვრობას, დისციპლინას, მოთმინებას, ნებისყოფას, სისუფთავეს. ვისაც ჯანმრთელობის პრობლემა აქვს მისი გამოჯანმრთელების პერიოდი დაიწყება.
კოლეგებთან ურთიერთობისთვის, სწავლისთვის, მასმედიისთვის ერთ-ერთი საუკეთესო პერიოდი იწყება.
გეომაგნიტური დღეები: ორშაბათი, ოთხშაბათი, ხუთშაბათი, პარასკევი, კვირა.
18-19 მარტს გვაქვს სტელიუმი, გვერდიგვერდ ხვდებიან ერთმანეთს სატურნი, ნეპტუნი, მზე და მთვარე. ეს იშვიათად ხდება. რადგან ვერძი პირველი ნიშანია, იხსნება ზედა ზოდიაქოს ნიშანი, რომელსაც საათის სახელწოდებით ვიცნობთ. კაცობრიობას ეწყება ახალი, სერიოზული, გლობალური ევოლუციური ეტაპი სულიერი განვითარების, განახლებისა.
ხუთშაბათს გვაქვს ახალმთვარეობა, თევზების ზოდიაქოს ნიშანში. არაფერი ახალი და მნიშვნელოვანი არ დაგეგმოთ. არავითარი პროექტები, ხელშეკრულებები. არავის ეჩხუბოთ, მოიმატებს პროვოკაციების ალბათობა, ყველა იქნება ნერვებზე. განსაკუთრებული ყურადღება მიაქციეთ ფეხის ტერფებს, ჩაიცვით კარგი, კომფორტული ფეხსაცმელი. წარსულზე ფიქრს თავი დაანებეთ, არ გამოავლინოთ ზედმეტი თანაგრძნობა.
პარასკევი საკრალური დღეა, 18:47 საათზე თევზების ზოდიაქოს ნიშანს დატოვებს მზე და გადავა ვერძში ერთი თვით. ვინც შვილებს ელოდება, გაითვალისწინეთ, 18:46-ზე დაბადებული ბავშვები არიან თევზების ნიშანი, ხოლო 18:47-ზე უკვე ვერძები.
პარასკევიდან უახლოესი ერთი თვე მოიმატებს ვერძის ენერგია, აქტიურობა, ლიდერობა, ძალაუფლებისადმი ლტოლვა, სიჯიუტე, სულსწრაფობა, აგრესია.
20 მარტს გვაქვს დღეღამტოლობა, სინათლე შემოდის, სიბნელე ნელ-ნელა უკან იხევს. ძალიან მნიშვნელოვანია. თუ გინდათ საკუთარ თავს სურვილები ჩაუთქვათ, იოცნებეთ, ჩამოწერეთ, ეს არის საშუალება რეალიზაციის, რადგან შემდეგ იწყება ასტროლოგიური ახალი წელი, დასავლური ზოდიაქოს ნიშნით. შეგიძლიათ, ასწიოთ ჭიქა და ერთმანეთს მიულოცოთ კიდევ ერთი ახალი წლის დაწყება.
აქამდე პლანეტა მერკური იყო რეტროგრადული, ეს არის კომუნიკაციის, მოგზაურობის მმართველი პლანეტა, რაც ხელს უშლის ახალი იდეების რეალიზაციას და 21 მარტს ის დაიწყებს სწორად მოძრაობას. გვეუბნება, იქამდე დაასრულეთ ძველი რაღაცები და 21-იდან დაიწყეთ ახალი საქმე, ურთიერთობები.
ხვალ, 17 მარტს მოერიდეთ მძაფრ სურნელებას, შეიძლება ცოტა ცუდად იმოქმედოს, ასევე მოერიდეთ მკვეთრ სინათლეებს“, - ამბობს მიხეილ ცაგარელი.
ასევე დაგაინტერესებთ:
⭕„ვინ ვართ სინამდვილეში და რა მისია გვაქვს ამ სამყაროში“ - რას ამბობს შენი დაბადების რიცხვი შენზე?