Digest Logo

„კედლები იმახსოვრებენ ყველაფერს: ჩხუბს, სტრესს, ავადმყოფობას და მძიმე ფიქრებს“ - როგორ გავწმინდოთ სახლი დაგროვილი უარყოფითი ენერგიისგან სწორად?

1765433596
სახლის წმენდა

ეზოტერიკის პრაქტიკოსი Abagael Bagi სოციალურ ქსელში გვასწავლის, როგორ გავწმინდოთ სახლი დაგროვილი უარყოფითი ენერგიისგან.

მისი თქმით, ეზოტერიკაში სივრცის გაწმენდა ისეთივე მნიშვნელოვანია, როგორც ფიზიკური დალაგება. ეს არ არის რთული რიტუალი, ეს არის ენერგიის განახლება:

„როგორ გავწმინდოთ სახლი დაგროვილი უარყოფითი ენერგიისგან?

სახლი ჩვენი ციხესიმაგრეა, მაგრამ კედლები იმახსოვრებენ ყველაფერს: ჩხუბს, სტრესს, ავადმყოფობას და მძიმე ფიქრებს. როდესაც სახლში ჰაერი „მძიმეა“, ძილი ირღვევა და ოჯახის წევრებს შორის უმიზეზო კონფლიქტები იწყება.

ეზოტერიკაში სივრცის გაწმენდა ისეთივე მნიშვნელოვანია, როგორც ფიზიკური დალაგება. ეს არ არის რთული რიტუალი, ეს არის ენერგიის განახლება.

ჩაატარეთ ეს მარტივი რიტუალი თვეში ერთხელ:

მარილიანი წყალი: იატაკის მოწმენდისას წყალში ჩაყარეთ 3 სუფრის კოვზი ზღვის მარილი. მარილი საუკეთესო ნეიტრალიზატორია.

გამოიყენეთ პალო სანტო (წმინდა ხე) ან უბრალო საკმეველი/სალბი.

დაიარეთ სახლის ყველა კუთხე საათის ისრის მიმართულებით და წარმოიდგინეთ, როგორ ქრება ნაცრისფერი „კვამლი“.

ხმოვანი ვიბრაცია: გახსენით ფანჯრები და დაუკარით მაღალი ვიბრაციის მუსიკა (მაგალითად, ტიბეტური თასების ხმა) ან უბრალოდ ხმამაღლა დაუკარით ტაში კუთხეებში. ხმა ანგრევს ჩამდგარ ენერგიას“, - წერია გავრცელებულ ინფორმაციაში.

ასევე დაგაინტერესებთ:

დეკემბრის სარკისებური თარიღები: როგორ უნდა გამოვიყენოთ სწორად 12 და 21 დეკემბრის ენერგია, რომ წარმატებას მივაღწიოთ

„აქ ვიყავით ბედნიერები, ფერადები, გვიხაროდა, ცაში დავფრინავდით, დღეს კი...“ - რას წერს ტრაგიკულად დაღუპული შორენა ონიანის მეუღლე

„და მიდიოდა უბრალო კაცი - კაცი, რომელიც ჰგავდა თავის თავს...“ - ტარიელ ხარხელაური 80 წლის გახდა