Digest Logo

დეკემბრის სარკისებური თარიღები: როგორ უნდა გამოვიყენოთ სწორად 12 და 21 დეკემბრის ენერგია, რომ წარმატებას მივაღწიოთ

1765432777
თარიღებითარიღები

2025 წლის დეკემბერში 2 სარკისებური თარიღი გვაქვს. როგორც ნუმეროლოგები ამბობენ, თითოეულ თარიღს საკუთარი ძლიერი ენერგია და უნიკალური ხასიათი აქვს. ეს დღეები სხვადასხვა კარის ორ გასაღებს ჰგავს: ერთი გზას გვიხსნის თამამი დასაწყისისკენ, ხოლო მეორე - გვეხმარება, რომ არსებული საქმეები, გამოცდილებები შევაჯამოთ და კარგი გამოცდილებაც მივიღოთ. შესაბამისად, ქვემოთ ჩამოთვლილი დღეების გონივრულად გამოყენება მნიშვნელოვანია.

სარკისებური თარიღი: 12.12.2025

ნუმეროლოგების თქმით, ეს განსაკუთრებით ძლიერი ენერგიის მატარებელი დღეა, როდესაც ნებისმიერი ახალი წამოწყება იმაზე მეტად წარმატებული იქნება, ვიდრე შეიძლება, ვიფიქროთ. მას "გაორმაგებული" ენერგიის დღესაც უწოდებენ.

რა შეიძლება აღნიშნულ დღეს გავაკეთოთ?

თამამად დაიწყეთ ახალი პროექტები, ხელი მოაწერეთ მნიშვნელოვან კონტრაქტებსა და შეთანხმებებს, თვითგანვითარებაზე იფიქრეთ, გაიარეთ ახალი კურსი, ტრენინგი, მასტერკლასი.

დაიწყეთ წიგნის კითხვა, გახსენით ახალი ჰორიზონტები. ეს დღე ძალიან დიდ მოტივაციას მოგცემთ, რაც თამამი გადაწყვეტილებების მიღებაში დაგეხმარებათ.

დაიწყეთ სამომავლო გეგმების შედგენა და განსაზღვრეთ ის საქმეები, რომელთა დაწყება ან განხორციელება ამ ეტაპზე ყველაზე მეტად გინდათ.

კარგი დღეა მნიშვნელოვანი შესყიდვებისა და ჰობის განვითარებისათვის.

რა არ უნდა გააკეთოთ ამ დღეს?

როგორც აღვნიშნეთ, სარკისებური თარიღი ადამიანებს გაორმაგებულ ენერგიასა და მოტივაციას აძლევს. თუმცა, ნებისმიერი იმპულსური, გაუაზრებელი გადაწყვეტილება შესაძლოა, განსაკუთრებით დამაზიანებელი აღმოჩნდეს.

ნუ მიიღებთ ურთიერთობებში რადიკალურ გადაწყვეტილებებს. როგორც ნუმეროლოგები ამბობენ, ამ დღეს ყურადღება უნდა გაამახვილოთ შექმნაზე და არა განადგურებაზე.

სარკისებური თარიღი: 21.12.2025

როგორც ნუმეროლოგები ამბობენ, აღნიშნული დღე ცხოვრების მნიშვნელოვანი ციკლის დასრულებასა და გარდამავალ პერიოდს აღნიშნავს. ეს არის შეჯამების, მადლიერების გამოხატვისა და მოძველებული საქმეებისა და ურთიერთობების საბოლოოდ დასრულების დღე.

რა უნდა გააკეთოთ აღნიშნულ დღეს?

იყავით გულწრფელი საკუთარ თავთან, განვლილი თვეები მიმოიხილეთ, დაფიქრდით, რა ისწავლეთ, რა შეგეშალათ, რის გაუმჯობესებას ისურვებდით...

აუცილებლად გამოხატეთ მადლიერება საკუთარი თავის, საყვარელი ადამიანებისა და სამყაროს მიმართ. დააფასეთ თუნდაც ძალიან პატარა სიხარული და ბედნიერება და კიდევ მეტ გამართლებას მიიღებთ.

დაასრულეთ ძველი საქმეები. გაასუფთავეთ სივრცე მოძველებული ნივთებისაგან და ამავდროულად, თავადაც გათავისუფლდით იმ ურთიერთობებისაგან, რომლებსაც ბედნიერება და წარმატება აღარ მოაქვს.

რა არ უნდა გააკეთოთ ამ დღეს?

როგორც ნუმეროლოგები ამბობენ, 21 დეკემბრის ენერგია ფინიშისკენ გიბიძგებთ და არა უეცარი ცვლილებებისკენ. ამიტომ, ახალმა წამოწყებებმა ან იმპულსურმა გადაწყვეტილებებმა შეიძლება, დაგაზარალოთ.

ასევე, ნუ გადაწყვეტთ თვითკრიტიკასა და სინანულს. გამოცდილების გონივრულად მიღებაზე ფოკუსირდით და არა თვითგვემაზე.

 ასევე დაგაინტერესებთ:

„აქ ვიყავით ბედნიერები, ფერადები, გვიხაროდა, ცაში დავფრინავდით, დღეს კი...“ - რას წერს ტრაგიკულად დაღუპული შორენა ონიანის მეუღლე

„და მიდიოდა უბრალო კაცი - კაცი, რომელიც ჰგავდა თავის თავს...“ - ტარიელ ხარხელაური 80 წლის გახდა

„ფურცელი დადე ფულთან ან ბარათთან ახლოს... ამით აჩქარებ ფინანსურ ნაკადს“ - სასიცოცხლო ფულის რიტუალი 12.12.12-ზე თამუნა იოსელიანისგან

წყარო: www.beaumonde.ge