ყველასათვის საყვარელი პოეტი, ტარიელ ხარხელაური იუბილარია. იგი 80 წლის გახდა.
ტარიელ ხარხელაური 1946 წლის 11 დეკემბერს, თიანეთის მუნიციპალიტეტის სოფელ სიმონიანთხევში დაიბადა, იქვე დაამთავრა საშუალო სკოლაც. იყო მეცხვარე და წერდა ლექსებს სკოლის მოსწავლეობის პერიოდიდან.
„და მაინც იყო სამყარო მკაცრი,
ჩაენარეკლა სივრცე ქარიშხალს…
და მიდიოდა უბრალო კაცი,
კაცი რომელიც ჰგავდა თავის თავს…
80 წლის წინ, 11 დეკემბერს
ტარიელ ხარხელაური დაიბადა...“, - წერია ტარიელ ხარხელაურის „ფეისბუკ“ გვერდზე.
ტარიელ ხარხელაურს პირველად ლექსების გამოქვეყნებაში დაეხმარნენ მეუღლე, მარინა და კომპოზიტორი იაკობ ბობოხიძე, რის შემდეგაც მისი პოეზია საქვეყნოდ გახდა ცნობილი.
ტარიელ ხარხელაურს ცხოვრებაში დიდი ტრაგედია დაატყდა თავს, მას 23 წლის ვაჟი მოუკლეს.
ასევე დაგაინტერესებთ:
⭕11 დეკემბრის ასტროპროგნოზი ჯანმრთელობის, სიყვარულისა და ბიზნესის მიმართულებით