Digest Logo

„ხელგაშლილი, ნაზი, ფაქიზი, ემპათიური, მაგრამ მიამიტი“ - ჩინური ჰოროსკოპის მიხედვით ადამიანების დახასიათება მარიამ შუკაკიძისგან

1761745422
მარიამ შუკაკიძე

ჩინური ასტროლოგია სამყაროსა და ადამიანის ერთიანობას ეფუძნება. სწამს, რომ ყოველი დაბადების წუთში იბადება ენერგია, რომელიც განსაზღვრავს ჩვენს ხასიათს, ბიორიტმსა და ბედისწერას.

ჩინური ასტროლოგიის მიხედვით, არსებობს ხუთი სტიქია: წყალი, ხე, ცეცხლი, მიწა და ლითონი. 

ჩინური სწავლებით, ადამიანის გზის გააზრება იწყება სწორედ იქიდან, სადაც საკუთარ სტიქიას ამოიცნობ და ისწავლი მასთან თანაცხოვრებას.

ჩინური ჰოროსკოპის მიხედვით ადამიანების დახასიათებაზე გადაცემაში „დღის პოსტი“ ასტროლოგმა მარიამ შუკაკიძემ ისაუბრა:

„ჰოროსკოპს აქვს რამდენიმე მიმდინარეობა, ვერძი, მორიელი და ა.შ. ეს არის დასავლური, კლასიკური ასტროლოგია. 

ჩინურ ასტროლოგიაში სტანდარტულად 12 ნიშანია, მაგრამ გვაქვს 5 სტიქია.

პირველი სტიქია არის ხე - ნაყოფიერი, შემოქმედებითია, კავშირშია მატერიალურ კეთილდღეობასთან .

ცეცხლის სტიქია - იმპულსი, ვნება, ლიდერობა, მიზანი. 

წყლის სტიქია - ინტუიცია, ემოცია, გრძნობა და მისტიკა.

მეტალის სტიქია - არიან ყველაზე პრინციპულები, მკაცრები. ლოგიკურ აზროვნებასთანაა კავშირში. 

მიწის სტიქია - სტაბილურობა, საიმედოობა, სიმშვიდე და მოთმინება. 

ზოდიაქური წრე ჩინური იწყება ვირთხით, ითვლება, რომ ისინი არიან მოხერხებულები, პრაგმატულები, ყველა სიტუაციის სასარგებლოდ გამოყენება შეუძლიათ, სხვა შეიძლება გამოიყენონ. 

ხარი - ჯიუტი, მიზანდასახული, მშრომელი. მომთმენია, მაგრამ ერთი თუ ამოასხა, ხდება გაუჩერებელი, ყველაფერს გაანადგურებს. 

ვეფხვი - ლიდერები, იმპულსურები, სულსწრაფები, იმპულსურები. 

კატა-კურდღელი - დიპლომატიური, ესთეტიკური, ჰარმონიისკენ მიდრეკილი, გაურბიან კონფლიქტებს. 

დრაკონი - ლიდერები, კარგი მმარველები, მისტიკურები. აერთიანებს ზეციურ და მატერიალურ სამყაროს. არიან ამბიციურები, მაგრამ არიან კეთილები და ხელგაშლილები, ვერ იტანენ შენიშვნის მიცემას. 

გველი - ითვლება სიბრძნის სიმბოლოდ, არიან დაკვირვებულები. აქვთ შურისძიების სურვილი. 

ცხენი - დინამიკურები, მხიარულები, აქვთ კარგი იუმორი, მაგრამ არასტაბილურები არიან. თავისუფლების მოყვარულები არიან. 

თხა - არტისტულები, მგრძნობიარეები და ემპათიურები არიან, არ უყვართ კონფლიქტში შემოსვლა, ამიტომ დაგაიგნორებს. 

მაიმუნი - კრეატიულები, გამომგონებლები. აქვთ სწრაფი რეაქციები, არიან ტემპერამენტიანები, აზარტულები. ზედაპირულად შეიძლება უყურებდნენ რაღაც საკითხებს. 

მამალი - მკაცრი, დისციპლინირებული, მშრომელი, მაგრამ საკმაოდ კრიტიკულები არიან. 

ძაღლი - ერთგულები, იციან ადამიანების ამოჩემება, არიან სამართლიანები, მაგრამ იციან ზედმეტი პასუხისმგებლობის აღება საკუთარ თავზე. 

ტახი - ხელგაშლილი, ნაზი, ფაქიზი, ემპათიური. უყვარს საყოფაცხოვრებო კომფორტი, მაგრამ არიან მიამიტები. 

ასევე დაგაინტერესებთ:

„ბევრი მადლიერი ადამიანი დაგვტოვა ვინც ვილოცებთ მისი სულის ცხონებისთვის, მაგრამ თქვენ რა გეშველებათ თქვე სულით მახინჯებო! “ - რას წერს ნინი შერმადინი

„ჩამოგლიჯა სისხლიანი სახიდან ნიღბები და წავიდა მარადისობაში, ვალმოხდილი...“ - ხათუნა ხოფერია ლაშა ბასლანძეზე

„გადადგით ნაბიჯები, იმოძრავეთ და გამოდით კომფორტის ზონიდან...“ - ტაროლოგი 28 ოქტომბრის სიმბოლოზე