
„წნევის მარეგულირებელი პრეპარატები არ არსებობს!“ - ამის შესახებ ექიმი არჩილ მარშანია სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეომიმართვაში საუბრობს და ამბობს, რომ მედიკამენტები, რაც ამ დროს ინიშნება, სინამდვილეში უბრალოდ წნევის დამწევია და მაღალი არტერიული წნევის მკურნალობაში გამოიყენება:
„წნევის მარეგულირებელი პრეპარატი არ არსებობს, კი სწორად გაიგეთ.
წნევის მარეგულირებელი პრეპარატი, ისეთი, რომელსაც დავლევთ და თუკი წნევა მაღალია, დასწევს დაბლა, ხოლო თუ დაბალია მაღლა აწევს, მსგავსი არაფერი არსებობს.
ეს შეცდომითაა გავრცელებული.
როგორც წესი, იმ მედიკამენტებს, რომლებიც პრილ-ზე მთავრდება, სინამდვილეში უბრალოდ წნევის დამწევებია და მაღალი არტერიული წნევის მკურნალობაში გამოიყენება“, - ამბობს არჩილ მარშანია.
ასევე დაგაინტერესებთ:
⭕„რეაქციების კონტროლი, ემოციური სტაბილურობა, კონფლიქტის გადაქცევა სიბრძნედ“ - 16 სექტემბრის ენერგიები