Digest Logo

„ბუნებაში შეცდომები არ არსებობს... შეცდომა, რასაც ვეძახით, არის მხოლოდ შეკითხვის, კითხვის არ დასმა“ - ლევან მათითაშვილი ფილოსოფია

1758010173
ლევან მათითაშვილი

ტრენერი, პროგრამის „რეთრითი“ ხელმძღვანელი, ადამიანი, რომელიც საზოგადოებას სულიერ ტრანსფორმაციაში ეხმარება -  ლევან მათითაშვილი სოციალურ ქსელში შთამაგონებელ პოსტს აქვეყნებს:

„ბუნებაში შეცდომები არ არსებობს, შეცდომას რასაც ვეძახით, არის მხოლოდ შეკითხვის, კითხვის არ დასმა.

ადამიანი, რომელიც არის დაცემული არსება, ზუსტად მაგიტომ არის დაცემული, რომ კითხვას არ სვამს საკუთარ თავთან.

- დასვი კითხვა შენს თავთან, ვინ ხარ, პასუხს ნუ გასცემ, კიდევ დასვი და არ უპასუხო.

- ვინ ვარ მე და პასუხი არ გასცე, დღეში 50-ჯერ, 100-ჯერ დასვი ეგ კითხვა და პასუხი არ გასცე.

იცი რა? ის პასუხი, რომელიც შენ გაქვს მაგ კითხვაზე, ცალსახად არასწორია, რადგან ლოგიკით და ტვინით მოგდის.

ჭეშმარიტი პასუხი და თვითონ ჭეშმარიტება არ არის ლოგიკაში და ცოდნაში - გულშია, გულში.

ამიტომ გულის კარები თუ გინდა გააღო, დასვი ეგ კითხვა ხშირად და პასუხებიც აღარ დაგჭირდება, რადგან შენ თვითონ ხარ პასუხი, ნამდვილი შენ და არა შენი „ვიცები“ და „ცოდნები“, - წერს ლევან მათითაშვილი. 

 ასევე დაგაინტერესებთ:

🎥 „ენერგია გვაძლევს შესაძლებლობას, ძალა ავიღოთ ჩვენი გვარის ფესვებიდან, წინაპრების მოგონებებიდან“ - რამდენიმე აფირმაცია, რაც 16 სექტემბერს უნდა ჩაატაროთ

„რეაქციების კონტროლი, ემოციური სტაბილურობა, კონფლიქტის გადაქცევა სიბრძნედ“ - 16 სექტემბრის ენერგიები

„არჩევანის წინაშე გვაყენებს: დავრჩეთ ილუზიაში, თუ შევხედოთ რეალობას თვალებში? ვიყოთ მსხვერპლი, თუ ავიღოთ პასუხისმგებლობა საკუთარ თავზე“ - თამარ ხოსროშვილი მზის დაბნელებაზე