Digest Logo

კოსმოსური ამინდი 18-24 მაისისთვის: თვის ყველაზე არაპროგნოზირებადი კვირა და 4 პლანეტის დიდი გადასვლა

1779176346
ჰოროსკოპიჰოროსკოპი

წინ საინტერესო, დინამიკური და მოვლენებით დატვირთული კვირა გველოდება. 16 მაისის ახალმთვარეობის შემდეგ, მზარდი მთვარის ენერგიები ახალი მიმართულებებისკენ გვიბიძგებს. ამ პერიოდში მერკური თავის ძლიერ პოზიციაშია და ჰარმონიული ასპექტების (ნეპტუნთან და სატურნთან სექსტილი, ურანთან შეერთება) წყალობით, მიმდინარე პროცესებს მკვეთრად დააჩქარებს. ფიქრი და გადაწყვეტილებების მიღება ბევრად გაგიადვილდებათ.

თუ აქამდე დიდხანს ვწონიდით დადებით და უარყოფით მხარეებს, მომდევნო ორი კვირა სულ სხვა პრინციპით ვიცხოვრებთ: იდეა გაგიჩნდათ? - იმოქმედეთ და განახორციელეთ ის სწრაფად!

გარდა მერკურისა, ამ კვირაში ნიშანს ერთდროულად კიდევ სამი პლანეტა იცვლის, რაც ცხოვრების თითქმის ყველა სფეროში მოიტანს სიახლეებს.

19 მაისი: მარსი კუროში და ვენერა კირჩხიბში გადადის

ამ დღეს ორი მნიშვნელოვანი პლანეტა ერთდროულად იცვლის პოზიციას და ერთმანეთთან ჰარმონიულ ასპექტს (სექსტილს) ქმნის:

მარსი კუროში (28 ივნისამდე): გასულ ახალმთვარეობაზე დასახული სტაბილური განვითარების გეგმები ახლა რეალურ, ფიზიკურ ძალისხმევას მოითხოვს. ეს არის მიზანმიმართული, მშვიდი და საფუძვლიანი შრომის პერიოდი - ყოველგვარი ქაოსისა და ფუსფუსის გარეშე.

ვენერა კირჩხიბში: მატერიალური მიზნების პარალელურად, გაგიჩნდებათ სურვილი, მეტი ყურადღება დაუთმოთ საკუთარ სახლს, ოჯახს და საყვარელ ადამიანებს. წინა პლანზე წამოიწევს კომფორტის, სითბოს, ზრუნვისა და ემოციური უსაფრთხოების მოთხოვნილება.

ასტროლოგების რეკომენდაცია: ვენერისა და მარსის ჰარმონიული თანაკვეთა იდეალურ პირობებს ქმნის პარტნიორული ურთიერთობებისთვის. ბევრისთვის სწორედ პირადი კავშირები გახდება კეთილდღეობისა და სტაბილურობის მთავარი საძირკველი. დროა, გააკეთოთ განაცხადი რაიმე სერიოზულსა და ფუნდამენტურზე.

21 მაისი: მზე ტყუპების ნიშანში გადაინაცვლებს

კვირის ბოლოს მზე ტყუპებში გადადის და მერკურისა და სიურპრიზების პლანეტა ურანს უერთდება. ხანგრძლივი რეფლექსიისა და ყოყმანის დრო ნამდვილად აღარ დარჩება. ურანის აქტიური ჩართულობა ჩვენს ცხოვრებაში მოულოდნელობებსა და სიურპრიზებს შემოიტანს:

✅ ვიღაცისთვის ეს იქნება გარემოს სასწრაფოდ შეცვლის, მოგზაურობის ან სწავლის დაწყების იმპულსი.

✅ პირად ცხოვრებაში მოსალოდნელია როგორც თავბრუდამხვევი, სანახაობრივი რომანების დაწყება, ისე იმ ურთიერთობების საბოლოოდ გაწყვეტა, რომლებმაც თავისი დრო ამოწურეს.

მთავარი გაფრთხილება: ურანი არაპროგნოზირებადი პლანეტაა, ამიტომ სასურველია, შეინარჩუნოთ გონიერება და ფხიზლად მართოთ თქვენი სურვილები, რათა მოგვიანებით ზედმეტად ემოციური გადაწყვეტილებების შედეგები არ ინანოთ.

ერთი რამ ცხადია - ამ კვირაში ერთ ადგილას ჯდომა არ მოგიწევთ. პლანეტარული გადასვლები ინტერესების, განწყობებისა და გარემოებების სწრაფ ცვლილებას გვიქადის. კოსმოსი მზადაა სიახლეებისთვის, მთავარია, ჩვენც ფეხი ავაყოლოთ ამ რიტმს!