Digest Logo

🎥 „ხუთშაბათს გვაქვს გრანდიოზული დღე... იაქტიურეთ!“ - კვირის ასტროლოგიური პროგნოზი მიხეილ ცაგარელისაგან

1779090239
მიხეილ ცაგარელი

„ყველასთვის ეს კვირა იქნება, წარმატებული და ყველას გიმართლებთ, ამიტომ მაქსიმალურად გამოიყენეთ ეს პერიოდი“, - ამის შესახებ ქვეყნის მთავარი ასტროლოგი მიხეილ ცაგარელი გადაცემაში „იმედის დილა“ საუბრობს.

გვაქვს გეომაგნიტურ დღეები - ორშაბათი, ოთხშაბათი, შაბათი და კვირა. 

„ხუთშაბათს გვაქვს გრანდიოზული დღე, მზე დაამთავრებს კუროში თავის მოღვაწეობას და გადადის 1 თვით ტყუპების ზოდიაქოში, იწყება ტყუპების დრო“, - ამბობს ასტროლოგი.

ხუთშაბათიდან მატულობს, მხიარულება, მოგზაურობა, კომუნიკაბელურობა.

მატულობს გაორება, სულსწრაფობა - ტყუპებს ეწყება ვარსკვლავური დრო. 

„ოთხშაბათს და სამშაბათს, პლანეტა მარსი გადადის 28 ივნისამდე კუროს ზოდიაქოს ნიშანში. თვითონ მარსი გვაძლევს საშუალებას, ადამიანი იყოს მშვიდი, ეს ის პერიოდია როდესაც საომარი მოქმედება მსოფლიოში შეიძლება დამშვიდდეს.

ვენერა სიყვარულის მმართველი პლანეტა, რომელიც 13 ივნისამდე გადადის კირჩხიბის ზოდიაქოს ნიშანში, საუკეთესო დროა ოჯახის შექმნისთვის და სამშობლოს პატრიოტიზაციისთვის“, - ამბობს მიხეილ ცაგარელი. 

რაც შეეხება ზოდიაქოს თითოეულ ნიშანს, მათი კვირის პროგნოზი ასე გამოიყურება: 

ვერძი 

ფინანსური კუთხით კარგი პერიოდია, ასევე როგორც ლიდერი კარგი პერიოდი აქვთ, თქვენი ავტორიტეტი მოიმატებს, ხდებით უფრო კომუნიკაბელური და შარმიანი. 

კურო 

ჯერ ეს კვირა გაქვთ ვარსკვლავური პერიოდი, იაქტიურეთ არ გაჩერდეთ - გინდათ სასიყვარულო კუთხით, გინდათ სხვა კუთხით, ყველაფერი კარგად გამოგდით. იღბალი თქვენ მხარესაა. მთავარი ფავორიტი ამ კვირის ხართ თქვენ, ამიტომ იაქტიურეთ. 

ტყუპები

ნელ-ნელა გემატებათ ენერგია, 21 მაისიდან გემატებათ ენერგია უნდა მიდგეთ-მოდგეთ, შეაწუხოთ ხალხი. გამოირჩევით განსაკუთრებული სამართლიანობით, რაც თქვენ რეიტინგს მაღლა წევს. 

კირჩხიბი

გაქვთ კარგი პერიოდი, აქტიური და ენერგიული ხარ. გაქვთ ინტუიცია, იმოქმედეთ ამაზე დაყრდნობით. კარიერული და პარტნიორული ურთიერთობის კუთხით გაქვთ კარგი პერიოდი. 

ლომი

შეიძლება, შემოვიდნენ ახალი ადამიანები თქვენ ცხოვრებაში, რომლებიც შემოიტანენ ახალ იდეოლოგიას. 

ქალწული 

კარგი პერიოდი გაქვთ, ზუსტად იცით რა გინდათ, ახლა ამუშავეთ ქალწულები ყველა დეტალს, ხედავენ და არაფერი გამოგრჩებათ. კარგი პერიოდია მგზავრობა მოგზაურობისთვის და უცხოელებთან კონტაქტისთვის. 

სასწორი

გამოცოცხლდებიან, მატულობს შარმი და ემატებათ ჯანი. საუკეთესო დრო სასიყვარულო ურთიერთობებისთვის და ქორწინებისთვის. 

მორიელი

გაქვთ ინტუიცია, ხართ ლიდერი და გაქვთ შესაძლებლობა შეცვალოთ ბინა ან სახლში ინტერიერი. იაქტიურეთ, გაქვთ შესაძლებლობები ყველა კუთხით.

მშვილდოსანი

ჯანი და ენერგია გემატებათ, მრავალეროვანი კონტაქტებისთვის კარგი პერიოდია, წარმატებისთვის საუკეთესო პერიოდია. 

თხის რქა 

ფინანსური გაუმჯობესების და სიყვარულის დროა. ძველი საქმეებიდან შეიძლება მიიღოთ შემოსავალი, ასევე კარგი პერიოდია ქორწინებისთვის. 

მერწყული

იგრძნობთ გამოცოცხლებას, გეზრდებათ ინტუიცია. თუ გინდათ კარგი ურთიერთობა გქონდეთ ოჯახის წევრებთან და ახლობლებთან ამისთვის საუკეთესო დროა. 

თევზები

ერთ-ერთი საუკეთესო პერიოდია, ინტუიცია მძლავრია. რა სფეროშიც გინდათ ყველა მხრივ ხართ წარმატებული. მრავალფეროვანი შეხვედრების დროა, რაც ხელს უწყობს წინსვლას. 

ვრცლად, ნახეთ ვიდეო:

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

⭕„სერიოზულ დაავადებებამდე ორგანიზმი ყოველთვის გვაძლევს ნიშნებს, რომლებსაც ხშირად ყურადღებას არ ვაქცევთ“ - რა ინფორმაციას აქვეყნებს ფიტნესინსტრუქტორი

⭕ვენერა ურთიერთობებს დაალაგებს, მზარდი მთვარე კი ახალ შესაძლებლობებს მოგვიტანს - როგორი იქნება 18-24 მაისის კვირა ზოდიაქოს თითოეული ნიშნისთვის

⭕როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში - პროგნოზი ქალაქების მიხედვით