„კვირა ძალიან მნიშვნელოვანია, ჯერ კიდევ დედამიწა უარყოფით ენერგო ველშია, რომელიც ახალმთვარეობით და მზის დაბნელებით დაგვირგვინდება. 14 ოქტომბერს ახალ მთავრეობა, ამას ემატება მზის დაბნელება. ამიტომ ყურადღებით ვიყოთ. ეს არის ერთგვარი კოსმოსური გამოცდა“ - ამის შესახებ ასტროლოგი მიხეილ ცაგარელი საუბრობს.
როგორც ის ამბობს, ამ დღეს მატულობს ცდუნებები და გვირჩევს არ ავყვეთ მსგავს ცდუნებებს.
ამ კვირაში არის 2 მნიშვნელოვანი მოვლენა.
პირველი ეს არის - ვენერა ქალწულის ზოდიაქოს ნიშანში გადაინაცვლებს, რაც ნიშნავს იმას რომ პასუხისმგებლობა და დისციპლინა მოიმატებს.
მეორე - ხუთშაბათს მარსი საქმიანობის, ენერგიის მმართველი პლანეტა გადაინაცვლებს მორიელის ზოდიაქოს ნიშანში, და გასტანს 28 ნოემბრამდე.
🔵 აგრეთვე დაგაინტერესებთ:
🔵ვინ არის ვინ არის ქართველ-ებრაელი გოგო, რომელსაც ისრაელში ეძებენ
🔵„მძიმე ღამეს ველოდებით, დააფასონ საქართველოში მშვიდობა“ - რას ამბობს ისრაელში მცხოვრები ქართველი